Thumbnail
  • პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელის პრიზზე ნომინანტები დასახელდნენ
  • ჩამონათვალში ოთხი სპეციალისტია და მათ შორის ვერ მოხვდა სიტის თავკაცი

ინგლისურმა პრემიერლიგამ თავის ოფიციალურ საიტზე, ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელის პრიზზე ნომინანტთა სია გამოაქვეყნა. 

ჯილდოს პრეტენდენტთა შორის ადგილი არ მოიძებნა ხოსეპ გვარდიოლასთვის, რომლის გაწვრთნილმა მანჩესტერ სიტიმ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა.

კლოპმა გასულ ჩემპიონატში ლამპარდს ორივე მატჩი მოუგო 

ჩამონათვალში ოთხი სპეციალისტია და მათ შორის, რა თქმა უნდა, არის ჩემპიონი ლივერპულის თავკაცი იურგენ კლოპი, რომლის კონკურენტები არიან: ფრენკ ლამპარდი (ჩელსი), ბრენდან როჯერსი (ლესტერ სიტი) და კრის უაილდერი (შეფილდ იუნაიტედი).

გერმანელმა სპეციალისტიმა მერსისაიდელებს ჩემპიონობა 30-წლიანი პაუზის შემდეგ მოაპოვებინა. თანაც, გუნდმა 38 ტურში 99 ქულა დააგროვა და საკლუბო რეკორდი დაამყარა. 

ფრენკ ლამპარდმა, რომელმაც ლონდონის ჩელსი გასულ ზაფხულს ჩაიბარა, პირველსავე კამპანიაში შეძლო გუნდის ჩემპიონთა ლიგაში, სატურნირი ცხრილში დაკავებული მე-4 ადგილით გაყვანა.

როჯერსის ლესტერი დიდი ხნის განმავლობაში იყო პრემიერლიგის TOP 4-ში, თუმცა საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა. უაილდერის შეფილდმა კი, რომელიც პრემიერლიგაში ერთი წლის წინ აღზევდა, უმალ შეძლო ელიტურ დივიზიონში დამკვიდრება და საბოლოოდ ცხრილში მე-9 ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები