Thumbnail

უაილდერთან გამარჯვების შემთხვევაში, ფიურის ბრიტანული დერბი უაიტთან შედგება

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ფიური V უაილდერს შორის გამარჯვებული უაიტს დაუპირისპირდება
  • უაითი 22 აგვისტოს გამოცდილი რუსის - ალექსანდრ პოვეტკინის წინააღმდეგ იჩხუბებს

მსოფლიო კრივის საბჭომ (WBC) დაადასტურა, რომ ტაისონ ფიურისა და დეონტეი უაილდერს (რიგით მესამე ბრძოლა) შორის გამარჯვებულს, ქამრის დაცვა სავარაუდოდ ლონდონელი მოკრივის - დილიან უაიტის წინააღმდეგ მოუწევს.

უაიტი WBC-ის დროებითი ქამრის მფლობელია, რომელსაც მომდევნო ბრძოლა 22 აგვისტოს, გამოცდილი რუსის - ალექსანდრ პოვეტკინის წინააღმდეგ აქვს ჩანიშნული. პოვეტკინთან გამარჯვების შემთხვევაში უაიტი უკვე ნამდვილი ქამრისთვის ფიური V უაილდერს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

დილიან უაიტი ჯოზეფ პარკერის წინააღმდეგ

ფიურის და უაილდერის მესამე ბრძოლა 19 დეკემბერსაა ჩანიშნული. მათი პირველი ორი დაპირისპირებიდან ერთი ფრედ დასრულდა, ხოლო მეორე ტაისონ ფიურის სრული დომინაციით წარიმართა და შედეგად უაილდერმა კარიერაში პირველი მარცხი განიცადა.

დილიან უაიტს და ენტონი ჯოშუას ერთი აგენტი ჰყავთ - ედი ჰირნი, რომელიც ამბობს, რომ უაიტი ტიტულისთვის თებრვალში იჩხუბებს "ეს ბრძოლა თებერვალში უნდა შედგეს, მაქსიმუმ მარტში. ენტონი ჯოშუა დეკემბერში ჩხუბობს და ივნისამდე მომდევნო ბრძოლისთვის მზად არ იქნება, ასე რომ WBC-ის კალენდარს უნდა დაველოდოთ." - შეგახსენებთ, რომ WBA და WBO ქამრებს ენტონი ჯოშუა ფლობს.

ფიური V უაილდერი II - მეორე ბრძოლა ამერიკელის ნოკაუტით დასრულდა

ბრიქსტონელი მოკრივე, დილიან უაითი ბავშვობიდან ენტონი ჯოშუას ერთ-ერთი მთავარი მეტოქეა. ორი ინგლისელი ერთმანეთს 2015 წელს დაუპირისპირდა - ბრძოლა მეექვსე რაუნდში, უაითის საშინელი ნოკაუტით დასრულდა.

თუმცა მას შემდეგ უაითმა 11 ბრძოლა მოიგო, დაამარცხა ისეთი მეტოქეები, როგორებიც - დერეკ ჩისორა (ორჯერ), ჯოზეფ პარკერი, რობერტ ჰელენიუსი, ოსკარ რივასი და ლუკას ბრაუნი არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები