Thumbnail

ევროპალიგა | ვულვერჰემპტონი და ბაზელი მეოთხედფინალში ითამაშებენ [მიმოხილვები]

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბაზელმა აინტრახტს ორი მატჩის ჯამში 4:0 მოუგო
  • ვულვერჰემპტონი ოლიმპიაკოსს გაცდა და სევილიასთან ითამაშებს

ევროპალიგაზე ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა. ბოლო ორ მატჩში მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს. ბაზელმა აინტრახტს ორი მატჩის ჯამში 4:0 სძლია. შვეიცარიელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ფაბიან ფრაიმ გაიტანა, რომელმაც მასპინძლები 88-ე წუთზე დააწინაურა. მათი მეტოქე მეოთხედფინალში დონეცკის შახტარი იქნება.

ბაზელი 1:0 აინტრახტი

გოლი: 1:0 ფრაი (88)

ვულვერჰემპტონმა რაულ ხიმენესის გოლით ოლიმპიაკოსი დაამარცხა. მექსიკელმა მე-9 წუთზე პენალტი გაიტანა და ვულვერჰემპტონს პლეი ოფში ადგილი გაინაღდა. ინგლისელთა მეტოქე ესპანური სევილია იქნება.

ვულვერჰემპტონი 1:0 ოლიმპიაკოსი

გოლი: 1:0 ხიმენესი (პენ-9)

მეოთხედფინალური წყვილები

ვულვზი V სევილია
მანჩესტერ იუნაიტედი V კოპენჰაგენი
ინტერი V ლევერკუზენი
შახტარი V ბაზელი 

კომენტარები

ბოლო ამბები