Thumbnail

ევროპალიგა | სევილია და ლევერკუზენი ბრძოლას აგრძელებენ [მიმოხილვები]

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლევერკუზენი მეოთხედფინალშია და მილანის ინტერს შეხვდება
  • სევილიამ ნეიტრალურ მოედანზე გაიმარჯვა

გერმანიის ქალაქ დუისბურგის ევროპალიგის 1/8-ფინალურ მატჩში სევილიამ 2:0 დაამარცხა რომა და მეოთხედფინალში გავიდა...

ხულიენ ლოპეტეგის გუნდმა აშკარად დაჩაგრა პაულუ ფონსეკას გუნდი - გოლები პირველ ტაიმში გავიდა, სერხიო რეგილონმა სოლორეიდით გამოიჩინა თავი, ხოლო ენ ნესირის გოლი ოკამპოსის კონტრშეტევას მოჰყვა. მეორე ტაიმში სევილიას კიდევ ერთი გოლი (კუნდე) ვიდეორეფერიმ გააუქმა, ხოლო მატჩის მიწურულს ჯანლუკა მანჩინი მეტისმეტი უხეშობისთვის გააძევეს. 

ლევერკუზენმა საპასუხო მატჩიც მოუგო შოტლანდიურ რეინჯერსს და ორი მატჩის ჯამში (4:1) ბრძოლას აგრძელებს. 1/4 ფინალში, რომელიც მინი ტურნირის სახით გერმანიაში გაიმართება, ლევერკუზენის მეტოქე მილანის ინტერი იქნება. ამ მატჩში ერთადერთი გოლი მუსა დიაბიმ გაიტანა არანგისის პასით.

სევილია 2:0 რომა

გოლები: 1:0 რეგილონი 22', 2:0 ენ ნესირი 44'
გაძევება: მანჩინი 90+10' (რომა)

ლევერკუზენი 1:0 რეინჯერსი

გოლი: დიაბი 51'

კომენტარები

ბოლო ამბები