Thumbnail

ფაჩულია, ტაისონი, როი კინი, ზიდანი - ზაზა MARCA-ს სპორტის ცუდი ბიჭების სიაში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

პოლონეთის ტურის პირველ ეტაპზე ველომრბოლელი ფაბიო იაკობსენი ცუდად დაეცა და ახლა ის სიკვდილს ებრძვის. ეპიზოდში კი დამნაშავე მისი თანამემამულე, ნიდერლანდელი დილან გროენვეგენია, რომელმაც კონკურენტი ჯებირს განზრახ მიაჯახა... 

საშინელი ინციდენტი პოლონეთის ტურზე

ესპანურმა MARCA-მ ველომრბოლელი სპორტის "ცუდი ბიჭების" სიას მიაკუთვნა, რომელშიც გამოცემის აზრით ბევრ სხვასთან ერთად ზაზა ფაჩულიაცაა:

ველოსპორტი: საგანი, კანდევიში, მორენო
მოტოსპორტი: როსი, მელანდრი, ზარკო
ფორმულა 1: ფეტელი, შუმახერი, პროსტი
ფეხბურთი: პეპე, როი კინი, ზიდანი, ლუის სუარესი, ტასოტი
კალათბურთი: ფაჩულია, მელოუნი, არტესტი, კრსტიჩი
ყინულზე: ბერტუცი, ტონია ჰარდინგი
კრივი: ტაისონი
მძლეოსნობა: რობლესი
ხელბურთი: მაკედა

ზაზას MARCA-მ "ცოდვებში" კავაი ლეონარდთან მომხდარი ინციდენტი გაუხსენა დასავლეთ კონფერენციის ფინალის პირველ მატჩში გოლდენ სტეიტსა და სან ანტონიოს შორის. ასევე NBA-ში 16-წლიანი კარიერის განმავლობაში, ზაზას ცნობილი ინციდენტებია - კევინ გარნეტთან ჩხუბი და რასელ უესტბრუკის წინააღმდეგ უხეში თამაში. 

📺 ზაზა ფაჩულიას გამორჩეული ინციდენტები NBA-ში

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მას ხშირად "ბინძურად" თამაშს აბრალებდნენ. ზაზა ყოველთვის პოპულარული იყო იმ გუნდის ფანებში, სადაც თამაშობდა, რადგან ბოლომდე იხარჯებოდა, მაგრამ მას ბევრი მოძულეც ჰყავდა, ძირითადად მოწინააღმდეგე გუნდების ფანები. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

ზაზა ფაჩულია 2003 წლის დრაფტის მეორე წრეში აირჩიეს, მან 16 სეზონი NBA-ში გაატარა (ნახევარი ატლანტაში), ორჯერ გახდა ასოციაციის ჩემპიონი. ახლა კი ქართველი სპორტსმენი გოლდენ სტეიტში 

კომენტარები

ბოლო ამბები