Thumbnail

'ნაპოლის მესის გაჩერება შეუძლია' - მანოლასის კომენტარი მატჩამდე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბარსელონა ნაპოლისთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩს გამართავს
  • კოსტას მანოლასს იმედი აქვს, რომ ნეაპოლელები მესის შეაჩერებენ

საბერძნეთის ნაკრებისა და ნაპოლის მცველმა, კოსტას მანოლასმა ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართ მატჩამდე კომენტარი გააკეთა...

რომას ყოფილი მცველი ''ჯალოროსოსა'' და ბარსელონას მატჩს იხსენებს, როდესაც რომამ ''ბლაუგრანა'' სწორედ კოსტასის გოლით გააგდო. ბერძენი მცველი ამბობს, რომ ტოტიმ ამ საქმეში ხელი შეუწყო.

''მე შევხვდი ტოტის და მან მითხრა: გამბედაობა მოიკრიბე, კოსტას, კიდევ ერთხელ სცადე ეს. შენ მესი უნდა გააჩერო, არ უნდა შეგეშინდეს მისი ტალანტის. ჩემი აზრით, მესი მსოფლიოში საუკეთესოა. უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს თამაშობს. დიდი იმედი მაქვს, რომ ლორენცო მალე დაბრუნდება და პრობლემა არ ექნება. მასზე დიდი ზეწოლაა და ამას უნდა გაუძლოს'', - განაცხადა ბერძენმა მცველმა იტალიურ რეპუბლიკასთან.

ბარსელონასა და ნაპოლის მატჩი 7 აგვისტოს გაიმართება. გუნდებს შორის პირველი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები