Thumbnail

უარი ხუთ შეცვლას - პრემიერლიგაში ძველს წესს დაუბრუნდნენ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • პრემიერლიგაში 5 შეცვლაზე უარი თქვეს
  • მოწინააღდეგეთა შორის ჩემპიონატის სამივე ახალწვეული იყო

ინგლისის პრემიერლიგაში 2020/21 წლების სეზონში თამაშში ხუთი შეცვლა არ განხორციელდება. პრემიერლიგის კლუბების უმეტესობამ კენჭისყრით 5 შეცვლის ძალაში დატოვებას მხარი არ დაუჭირა...

20 გუნდიდან 11-მა უარი განაცხადა ამ წესზე და მათ შორის იყო ლიგის სამივე ახალწვეული - ვესტ ბრომვიჩი, ლიდსი და ფულემი. როგორც ბრიტანული მედია წერს, ჩელსი ერთ-ერთია იმ გუნდებიდან, რომელიც 5 შეცვლას მხარს უჭერდა.

ამრიგად, პრემიერლიგაში ძველ წესს უბრუნდებიან და მწვრთნელებს მაქსიმუმ 3 ფეხბურთელის შეცვლის უფლება ექნებათ, ხოლო სათადარიგო სკამზე 7 ფეხბურთელი მოხვდება.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთში 5 შეცვლის დროებითი უფლება კორონავირუსის პანდემიის გამოწვეული შემჭიდროვებული კალენდრის გამო შემოიღეს, თუმცა ნებაყოფლობით. პრემიერლიგის 2020/21 წლების სეზონი 12 სექტემბერს დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები