Thumbnail
  • 📅 7 აგვისტო | ⌚ 23:00 | ⚽ იუვენტუსი V ლიონი | 📺 SILK Sport HD1
  • იუვენტუსს ლიონში წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ გოლი აქვთ გასატანი
  • მაურიციო სარის ბედი ტურინში ამ თამაშზე დიდად არის დამოკიდებული

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება! 2019/20 წლების ტურნირი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო მარტში შეწყდა, 7 აგვისტოდან განახლდება. საინტერესო დაპირისპირება ტურინში გაიმართება, სადაც ⅛-ფინალის საპასუხო მატჩში იუვენტუსი ლიონს უმასპინძლებს და სტუმრად განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებს.

ბუნებრივია, "იუვენტუს სთედიუმზე" შეხვედრას გულშემატკივრები არ დაესწრებიან.

მაურიციო სარის გუნდმა ცოტა ხნის წინ "სკუდეტო" მოიგო, თუმცა ძალიან საეჭვოა, თავად სპეციალისტს ლიონთან წარუმატებლობა აპატიონ. იტალიური მედია სარის სავარაუდო შემცვლელებზე კარგა ხანია წერს. 

სარის ლიონთან წარუმატებლობა თანამდებობის დაკარგვად დაუჯდება

საპასუხო თამაშის წინ იუვენტუსის მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა და ყურადღეა კრიშტიანო რონალდოს ფაქტორზე გაამახვილა. პოლონელი მეკარე დარწმუნებულია, რომ რონალდოს ამ დაპირისპირების ბედის გადაწყვეტა შეუძლია.

რუდი გარსიას შეგირდებმა პანდემიის გამო ნაადრევად დასრულებული ლიგა 1 მე-7 ადგილზე დაასრულეს. მას შემდეგ, რაც სეზონი განახლდა, ლიონმა საფრანგეთის ლიგის თასის ფინალში ითამშა, რომელიც პსჟ-სთან პენალტების სერიაში დათმო.

რონალდოს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ სტადიაზე ჩატარებულ 30 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი

საინტერესო ფაქტები

⚽ ლიონთან სტუმრად მარცხით, იუვენტუსმა ლიგაში 6-მატჩიანი წაუგებელი სერია (5 მოგება, 1 ფრე) შეწყვიტა.

⚽ ტურინის იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგაში შინ ჩატარებული ბოლო 6 შეხვედრიდან 5 მოიგო.
 
⚽ იტალიურმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 გათამაშებიდან 4-ში ¼-ფინალში გასვლა მოახერხა.

⚽ ჩემპიონთა ლიგაში ტურინის იუვენტუსის ბოლო 3 შეხვედრაში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა. 

⚽ ტურინის იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული ბოლო 12 მატჩიდან 8-ში გოლი მიიღო. 

⚽ ტურინული გუნდი ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ ბოლო 12 მატჩში 3 ყვითელ ბარათზე ნაკლებს იღებდა.

⚽ რონალდო ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული ⅛-ფინალური მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია - 30.

⚽ იუვენტუსსა და ლიონს შორის ყველა ტურნირში გამართულ ბოლო 3 დაპირისპირებაში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშებაში ლიონმა გამოსვლა ამავე სტადიაზე დაასრულა. 

⚽ ფრანგულმა გუნდმა ტურნირში სტუმრად ჩატარებული ბოლო 4 შეხვედრიდან 3 წააგო. 

⚽ ლიონმა ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული ბოლო 15 შეხვედრიდან 13-ში გოლის გატანა მოახერხა. 

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კუადრადო, ლიხტი, ბონუჩი, სანდრო - ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი - ბერნარდესკი, დიბალა, რონალდო.
ტრავმა: კოშტა, დი შილიო.

ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - დიუბუა, ანდერსენი, დენაიერი, მარსალი - აუარი, მედესი - ეკამბი, რენ-ადელაიდი, დეპაი - დემბელე.
ტრავმა: კონე. 

კომენტარები

ბოლო ამბები