Thumbnail

ლიონმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში საფრანგეთში ტურინის იუვენტუსი 1:0 დაამარცხა. საპასუხო შეხვედრა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო და ის 7 აგვისტოს გაიმართება...

მემფის დეპაიმ ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში 5 გოლი გაიტანა

ლიონს მუხლის მძიმე ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა მემფის დეპაი. მას საპასუხო შეხვედრაც უნდა გამოეტოვებინა, თუმცა რამდენინმეთვიანი პაუზის შედეგად იგი ტურინული გუნდის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.

26 წლის ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისუაბრა და განაცხადა, რომ იგი სათამაშოდ მზადაა და ლიონს იუვენტუსის არ ეშინია. მისი თქმით ფრანგული გუნდი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ბოლომდე იბრძოლებს.

მემფის დეპაი: "პირველი თამაშის ყურებისას გუნდური სულისკვეთება დავინახე და ამან გამაბედნიერა. იუვე კარგად არ თამაშობდა. ახლა თვეების შემდგე განსხვავებული სიტუაციაა. მათ ახლა უფრო მეტი მატჩი აქვთ ნათამაშები, ვიდრე ჩვენ. თუმცა პაუზამ საშუალება მომცა ჩემპიონთა ლიგაზე მეთამაშა და ახლა მე მზად ვარ. მათ ჩვენზე გამოცდილი მოთამაშეები ჰყავთ, თუმცა ყველაფერს თამაშისას ვნახავთ. ჩვენ მოტივირებული გუნდი გვყავს და იუვესი არ გვეშინია". 

მემფის დეპაიმ ლიგა 1-ის 2019/20 წლების სეზონში 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი 9 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ნიდერლანდელი კარგი იყო ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა.  

კომენტარები

ბოლო ამბები