Thumbnail
  • გარეთ ბეილს 24 ივნისის შემდეგ არ უთამაშია
  • სავარაუდოდ ხამესი რეალ ამ ზაფხულს დატოვებს

მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრას 7 აგვისტოს "ეტიჰადზე" მანჩესტერ სიტის წინააღდეგ ითამაშებს. "სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გარეთ ბეილი განაცხადს მიღმა დატოვა...

ფრანგს სპეციალისტს და უელსელ ფეხბურთელს კარგი ურთიერთობა არ აქვთ. მთელი სეზონის განმავლობაში ამის შესახებ უცხოურ პრესაში ხშირად იწერებოდა. სიტის წინააღმდეგ განაცხადს მიღმა დატოვება დიდი ალბათობით ნიშნავს, რომ ეს ურთიერთობა არ გამოსწორდება.

ბეილი არ იყო განაცხადში ლა ლიგის ბოლო შეხვედრაშიც, სადაც რეალი ლეგანესს ხვდებოდა. ბოლოს 31 წლის ფეხბურთელმა 24 ივნისს მალიორკას წინააღდეგ ითამაშა და შესაძლოა ეს მისი ბოლო შეხვედრა იყო მადრიდული კლუბის შემადგენლობაში.

განაცხადში არ არის ხამეს როდრიგესიც. ისევე, როგორც ბეილს, ზინედინ ზიდანთან კოლუმბიელსაც ცუდი ურთიერთობა აქვს. დიდია ალბათობა, რომ იგი კლუბს ზაფხულში დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით ხამესი დიდი ალბათობით, მეორე მადრიდული კლუბის, ატლეტიკოს რიგებში ჩაირიცხება. 

კომენტარები

ბოლო ამბები