Thumbnail
  • ბარსელონას ახალგაზრდა მოთამაშეებზე დიდი მოთხოვნაა
  • კლუბის პრეზიდენტი მათ გაყიდვას არ აპირებს

ბარსელონას ახალგაზრდა მოთამაშეებზე დიდი მოთხოვნაა. რამდენიმე კვირის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ანსუ ფატის შეძენა მანჩესტერ იუნაიტედს სურდა, თუმცა ინგლისურმა კლუბმა კატალონიელებისგან უარი მიიღო...

ბოლო პერიოდში ხშირად ლაპარაკობენ ფრანჩისკო ტრინკაოს შესაძლო ტრანსფერზე. ახალგაზრდა ფეხბურთელით ბევრი ევროპული გრანდი ინტერესდება, თუმცა, როგორც ჩანს, ბარსელონა მის მფლობელობაში მყოფი მოთამაშის გაყიდვას არ გეგმავს.

კლუბის პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ ახალგაზრდა მოთამაშეებზე გავრცელებულ ჭორებს საბოლოო წერტილი დაუსვა და განაცხადა, რომ ბარსელონა ნიჭიერ ამომავალ ვარსკვლავებს არ გაყიდის, რადგან მათ გუნდის მომავლად განიხილავს.

"ტრინკაო არ იყიდება, ისევე როგორც არ იყიდებიან პედრი, ანსუ, ტერ შტეგენი, პუჩი და არაუხო. ეს ახალგაზრდები არ იყიდებიან. ჩვენ ვქმნით ახალ თაობას მომავლისთვის. ისინი ბარსელონას გრძელვადიანი პროექტის ნაწილები არიან", - განაცხადა ბარტომეუმ.

ბარსელონა უახლოეს თამაშს ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს, სადაც მისი მეტოქე იტალიური ნაპოლი იქნება. შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა კლუბმა მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა ნეაპოლში ფრედ 1:1 ითამაშა. 

კომენტარები

ბოლო ამბები