Thumbnail
  • ახმატის წარმოშობით ქართველმა მეკარემ ხვიჩას შესახებ ისაუბრა
  • გიორგი შელიას აზრით, კვარაცხელიას 2-3 წელი კიდევ სჭირდება

რუსული ახმატის წარმოშობით ქართველმა მეკარემ გიორგი შელიამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. გამოცდილი ფეხბურთელის აზრით, ჯერჯერობით ადრეა იმის თქმა, რომ ხვიჩა ყველაზე ნიჭიერი ქართველი მოთამაშეა, რადგან სტაბილურად მაღალი დონის შენარჩუნება სჭირდება.

შელიას განცხადებით, ენობრივი ბარიერი ფეხბურთელისთვის პრობლემაა, მაგრამ ეს ხვიჩას ნაკლებად ეხება, რადგან შემტევია.

გიორგი შელიამ გასულ სეზონში 29 თამაში ჩაატარა

"კვარაცხელია ჩემთან შედარებით სხვა ლიგაში თამაშობს, ის შესანიშნავია! პლასტიკური, მკვეთრი. თანამედროვე ფეხბურთში ძნელია გაუმკლავდე თავდამსხმელს, რომელმაც სიჩქარე აკრიფა და წინ სივრცე აქვს, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელს შეუძლია სივრცის მოძებნა სისწრაფის გარეშეც და ხვიჩა მაშინაც საშიშია, როდესაც ადგილზე დგას.

არ მიყვარს ახალგაზრდა ფეხბურთელების ხმამაღალი ტონით შეფასება. ხვიჩას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, მაგრამ ბევრს შეუძლია აფეთქება და შემდეგ იმავე დონეზე წლების განმავლობაში ვეღარ თამაშობენ. კვარაცხელია ამჟამინდელ დონეს მინიმუმ 2-3 წლის განმავლობაში თუ შეინარჩუნებს, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ტოპფეხბურთელია, ვნახოთ.

მას სჭირდება ენობრივი ბარიერის გადალახვა. თუმცა, ჩემგან განსხვავებით, მისი პოზიციის მოთამაშისთვის ენის არცოდნა არ უნდა იყოს დიდი პრობლემა, მას მოედანზე ყველაფერი ესმის. მეკარესა და მცველებს კი თამაშის განმავლობაში საუბარი სჭირდებათ, ხვიჩამ კი ვის უნდა შესძახოს?".

კვარაცხელიამ სეზონის რესტარტის შემდეგ დიდი ყურადღება მიიქცია

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში 27 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა. ქართველი რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დაასახელეს.

რაც შეეხება გიორგი შელიას, ის ტამბოვის კარს იცავდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გუნდი შეიცვალა და გროზნოს ახმატში გადავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები