Thumbnail

'საქართველოს მთები მომეწონა' - იაპონელი ევროპულ კარიერას ტყიბულში იწყებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იაპონელს სურს, რომ საქართველო ევროპულ ფეხბურთში ტრამპლინად გამოიყენოს
  • მეშახტეს ახალწვეული საყვარელ სპორტსმენებზე, ბიზნესსა და საქართველოზე

საქართველოს რანგით მესამე დივიზიონის კლუბმა ტყიბულის მეშახტემ იაპონელი ლეგიონერი დაიმატა - ნახევარმცველი ტაიგა ვატაბე. ტყიბულელთა ახალ მერვე ნომერს ბრაზილიურ, ტაილანდურ, პაკისტანურ, ინდონეზიურ და იაპონურ კლუბებში უთამაშია...

ტაიგა ვატაბე - მეშახტეს ახალწვეული

ტაიგა ვატაბე - მეშახტეს ახალწვეული

ტაიგა ვატაბე - მეშახტეს ახალწვეული

ტაიგა ვატაბე - მეშახტეს ახალწვეული

POPSPORT იაპონელ მოთამაშეს ტყიბულში დაუკავშირდა და მას რამდენიმე კითხვა დაუსვა. ვატაბე კარგი მოსაუბრეა და მას სურს, რომ საქართველოს დახმარებით ევროპულ კარიერაში მორიგი ნაბიჯი გადადგას.

POPSPORT: უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ ტრანსფერს. კონტრაქტის გაფორმებამდე, რა იცოდით საქართველოს შესახებ?

ტაიგა ვატაბე: საქართველო მხოლოდ ფოტოებიდან ვიცოდი. ყაზბეგის ფოტოები მომეწონა, ლამაზი მთებია. საქართველოთი დავინტერესდი, ჩემი აგენტი ქართველებს დაუკავშირდა, რის შემდეგაც მეშახტეში გადმოვედი.

POPSPORT: რა იქნება შენი მთავარი მიზანი მეშახტეში?

ტაიგა ვატაბე: მსურს, რომ ევროპული კარიერა წარმატებით დავიწყო. ჩემი ოცნებაა, რომ ევროპაში კარგად ვითამაშო. ყველაფერი კი მეშახტედან იწყება.

POPSPORT: ვიცით, რომ ტანსაცმლის ბიზნესი გაქვთ. გარდა ამისა, რას საქმიანობთ?

ტაიგა ვატაბე: კარანტინში ყოფნის დროს ვერაფერს ვაკეთებდი, რის გამოც დავიწყე ეს ბიზნესი, რომელიც ჩემთვის ჰობია.

POPSPORT: დაასახელე შენი საყვარელი 5 იაპონელი ფეხბურთელი...

ტაიგა ვატაბე: ჰიდეტოში ნაკატა ჩემთვის მისაბაძი ფეხბურთელია. აუცილებლად ვახსენებ კაზუს - კაზუიოში მიურა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა. შუნსუკე ნაკამურა, რომელიც კარგი მოთამაშე იყო. დაისუკე მაცუი და გაკუ შიბასაკი. შიბასაკის სათამაშო სტილი ძალიან მომწონს.

POPSPORT: ქართველ ქომაგებს ძალიან უყვართ ძიუდო, რომლის სამშობლოც შენი ქვეყანაა. ფავორიტი ძიუდოისტი თუ გყავს?

ტაიგა ვატაბე: ტადაჰირო ნომურა, რომელიც სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია. შინიჩი შინოჰარა მომწონდა, რომელიც ასევე ტიტულოვანი ძიუდოისტი იყო.

POPSPORT: რომელია შენი საყვარელი ანიმე?

ტაიგა ვატაბე: ძალიან მომწონს ONE PIECE. უკვე 1000-მდე სერია გამოვიდა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოპულარულია.

კომენტარები

ბოლო ამბები