Thumbnail

სან ხოსეს ბრაზილიელი ნახევარმცველი ლუის ფელიპე ქართულად წერს და საუბრობს. როგორც ჩანს, კაშია-ყაზაიშვილის დუეტისგან მან რამდენიმე ქართული სიტყვა ისწავლა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სიტყვების ზუსტი მნიშვნელობა მან მხოლოდ სოციალურ ქსელში მიღებული გამოხმაურებების შემდეგ შეიტყო.

კაშიას ინსტაგრამზე ლუისის სახალისო კომენტარი გამოჩნდა - "გილოცავ *ლეო". კომენტარის მოწონებების (ახლა 700-ზე მეტია) და გამოხმაურებების რაოდენობით, ლუის ფელიპე მალევე მიხვდა, რაშიც იყო საქმე და იქვე მეორე კომენტარი დაწერა: "ძმა".

ამის გამო ლუისმა ქართველებს ბოდიში მოუხადა, კაშია კი კვლავ უცენზუროდ მოიხსენია. მისი ვიდეო კვლავაც გურამის ინსტაგრამზე, ამჯერად story-ის განყოფილებაში გამოჩნდა: ბრაზილიელი ამბობს: "ბოდიში ქართველ ხალხს... გურამ, ნაბ***არო, პაკაა".

📸

📹

ლუის ფელიპე სან ხოსეში 2018 წლიდან თამაშობს, ის წარმოშობით ბრაზილიელია, მაგრამ აშშ-ის მოქალაქეა. რაც შეეხება სან ხოსეს, MLS-ს მეოთხედფინალში მინესოტასთან 1:4 წააგო და სეზონი ნაადრევად დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები