Thumbnail
  • მარტში შეწყვეტილი 2019/20 წლების ევროპალიგის სეზონი განახლდა
  • ტურნირის 1/4-ფინალში თამაშის უფლება ინტერმა და მანჩესტერ იუნაიტედმა მოიპოვეს
  • პირველი ერთმატჩიანი პლეი ოფი ინტერსა და ხეტაფეს შორის შედგა

მარტში შეწყვეტილი 2019/20 წლების ევროპალიგის სეზონი განახლდა და უკვე ოთხი მეოთხედფინალისტის ვინაობა ცნობილია. პირველ ორ მატჩში მეოთხედფინალის საგზური დავით ხოჭოლავას შახტარმა და დანიურმა კოპენჰაგენმა მოიპოვეს.

პირველი ერთმატჩიანი პლეი ოფის შეხვედრა ინტერსა და ხეტაფეს შორის შედგა. ანტონიო კონტეს გუნდმა ანგარიში 33-ე წუთზე გახსნა. რომელუ ლუკაკუმ ''ნერაძური'' ბასტონის პასით დააწინაურა.

მეორე ტაიმში ხეტაფემ 75-ე წუთზე პენალტი მოიპოვა. ხორხე მოლინამ კარს ააცილა და ინტერმა უპირატესობა შეინარჩუნა. მილანელთა მეორე გოლი კრისტიან ერიკსენის ანგარიშზეა, რომელმაც მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და ''ნერაძურის'' 2:0 მოაგებინა. ინტერი მეოთხედფინალში რეინჯერსისა და ლევერკუზენის გამარჯვებულს შეხვდება.

ინტერი 2:0 ხეტაფე

გოლები: 1:0 ლუკაკუ (33'), 2:0 ერიკსენი (83')

მანჩესტერ იუნაიტედმა ლასკ ლინცს პირველი მატჩი 5:0 მოუგო. ''მანკუნიანელებმა'' ავსტრიელებს მეორე მატჩში 2:1 სძლიეს და ორი მატჩის ჯამში მეტოქე 7:1 დაამარცხეს. ვისინგერის გოლს ლინგარდმა და მარსიალმა უპასუხეს და მანჩესტერმა ორივე მატჩი მოიგო.

მანჩესტერი იუნაიტედი 2:0 ლასკ 

გოლები: 0:1 ვისინგერი (55), 1:1 ლინგარდი (57), 2:1 მარსიალი (88)

ევროპალიგა ¼-ფინალური ეტაპიდან "რვათა ფინალის" ფორმატში, გერმანიაში გაიმართება. მინი-ტურნირს ქვეყნის ოთხი ქალაქი: გელზენკირხენი, დიუსელდორფი, დუისბურგი და კიოლნი მიიღებს. ¼-ფინალური მატჩები 10 და 11 აგვისტოს გაიმართება, ½-ფინალური - 16 და 17 აგვისტოს, ხოლო ფინალურ შეხვედრას 21 აგვისტოს კიოლნი უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები