Thumbnail

ფულემმა 120-წუთიან ბრძოლაში ბრენტფორდი დაამარცხა და პრემიერლიგაში დაბრუნდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბრენტფორდი 1:2 ფულემი
  • გოლები: 0:1 ბრაიანი (105), 0:2 ბრაიანი (117), დალსგაარდი (120)
  • ბოლო 3 წლის მანძილზე კლუბი პრემიერლიგაში მეორედ დაწინაურდა

პატარა ლონდონური კლუბი პრემიერლიგიდან ამ დეკადაში ორჯერ გავარდა და ორივე ჯერზე დაწინაურდა. კლუბმა პრემიერლიგა 2013-14 წლებში დატოვა, ხოლო 2017-18 წლების სეზონის ბოლოს ფულემი 'მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში' დაბრუნდა. შემდეგ, ისევ გავარდა და დღეს ადგილი ისევ დაიბრუნა.

ლონდონელებს ტოტენჰემის, ჩელსის და ინგლისის ნაკრების ყოფილი წევრი - სკოტ პარკერი წვრთნის, რომელმაც კარიერის ბოლო სეზონები სწორედ კრევინ კოტეჯზე გაატარა. უემბლიზე გამართულ პლეი-ოფის ფინალში ფულემმა ბრენტფორდი დაამარცხა.

სკოტ პარკერი და მისი გუნდი პრემიერლიგაში ბრუნდებიან

გუშინ უემბლიზე შემადგენლობაში იყო 2018 წლის პლეი-ოფის გმირი, გუნდის კაპიტანი - ტომ კაირნი. შეხვედრაში პირველი გოლი მატჩის 105-ე წუთზე, ინგლისელმა ჯო ბრაიანმა, საჯარიმო დარტყმით გაიტანა. მან ესპანელი დავიდ რაიას პოზიციური შეცდომით ისარგებლა. 

რამდენიმე წუთში ბრაიანმა მეორე ბურთის გატანაც შეძლო და გახდა პირველი ფეხბურთელი სკოტ სინკლერის (2011) შემდეგ, ვინც ჩემპიონშიფის პლეი-ოფში ერთზე მეტი გოლის გატანა მოახერხა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ბრენტფორდის ჰენრიკ დალსგაარდმა მატჩის ბოლო წამებზე დააფიქსირა. 1:2 - ფულემი კვლავ პრემიერლიგაში ითამაშებს.

გოლები: 0:1 ბრაიანი (105), 0:2 ბრაიანი (117), დალსგაარდი (120)

კომენტარები

ბოლო ამბები