Thumbnail
  • 8 ოქტომბერს ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩები უნდა გაიმართოს
  • ირლანდიის FAI-ის ერთ-ერთი შეფის, ნილ ქუინის განცხადება

ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის (FAI) შეფის მოადგილე ნილ ქუინმა ევრო 2020-ის პლეი ოფის მატჩებზე ისაუბრა.

ევრო 2020-ის საპლეიოფო ტურნირი კორონავირუსის პანდემიის გამო, რამდენჯერმე გადაიდო. უეფამ ნახევარფინალები 8 ოქტომბერს დანიშნა, ფინალები კი - 12 ნოემბერს. 16 მონაწილე გუნდიდან 4 ევროპის ჩემპიონატის ბოლო საგზურების მოიპოვებს, ეს თემა ჩვენთვის აქტუალურია, რადგან საგზურზე პრეტენზიას საქართველოს ნაკრებიც აცხადებს, რომელმაც თბილისში ბელარუსს (8 ოქტომბერს) უნდა უმასპინძლოს. 

ირლანდიელები საერთოდ არ არიან დარწმუნებული, რომ ეს თამაშები დაგეგმილ დროს გაიმართება, მათ კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა აფიქრებთ. ირლანდია 8 ოქტომბერს სლოვაკეთს უნდა ესტუმროს. ნილ ქუინი ფეხბურთელობისას გიორგი ქინქლაძის თანაგუნდელი იყო მანჩესტერ სიტიში. 

ნილ ქუინი: "ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ ყველაფრის გარკვევას. სიტუაცია სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ დავიცავთ ყველა იმ ნორმას, რასაც უეფა დაგვავალებს. ჩვენზე მეტად თამაში არავის უნდა, მაგრამ უნდა დავიცვათ ადამიანთა უსაფრთხოება. ვინ იცის, რა მოხდება მომავალში. უნდა დავრჩეთ ფხიზლად და მზად ვიყოთ ყველაფრისთვის".

ირლანდიის ნაკრები B გზიდან აპირებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას. სტივენ კენის გუნდი ფინალში გასვლის შემთხვევაში, ბოსნიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ზე მოხვედრას D გზიდან შეეცდება. თუ ნახევარფინალში ბელარუსს დაამარცხებს, 12 ნოემბერს თბილისში ან ჩრდილოეთ მაკედონიას, ან კოსოვოს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები