Thumbnail
  • ლაკვეხელიანის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა
  • მეზოკოვეშდი შარშან უნგრეთის თასის ფინალში გავიდა

ქართველმა ფეხბურთელმა ლუკა ლაკვეხელიანმა მეზოკოვეშდთან გუშინ დააანონსებული კონტრაქტი დღეს ოფიციალურად გააფორმა...

უნგრული გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, მხარეებმა 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. უცნობია ტრანსფერის ფინანსური დეტალები. ლაკვეხელიანთან ერთად კლუბმა კიდევ ორი ახალწვეული წარადგინა - სერდერ სერდეროვი და მარკ ბენცზე.

ლუკა ლაკვეხელიანი (შუაში) მეზოკოვეშდში 2023 წლამდე ითამაშებს

ლაკვეხელიანი 2016 წლიდან საბურთალოს რიგებში თამაშობდა (92 მატჩი, 2 გოლი) და უნგრეთი მისთვის პირველი უცხოური გამოწვევაა. რაც შეეხება მეზკოვეშდს, გასულ სეზონში ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ბუდუ ზივზივაძე იყო, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ფეჰერვარში გადავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები