Thumbnail
  • ლევანდოვსკიმ ფავორიტ მწვრთნელებად კლოპი და გვარდიოლა დაასახელა
  • პოლონელმა ფორვარდმა გერმანელი სპეციალისტი დადებითად დაახასიათა

მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელმა თავის საყვარელ მწვრთნელად იურგენ კლოპი დაასახელა. პოლონელმა გერმანელი დაახასიათა და განაცხადა, რომ მას ორი სახე აქვს.

"ჩემი ფავორიტი მწვრთნელი იურგენ კლოპია, მეორე ადგილზე პეპ გვარდიოლაა. კლოპს ორი სახე აქვს. ის ფეხბურთელებთან ისეთი გულწრფელია, თითქოს მათი მამა იყოს, მაგრამ მეორეს მხრივ მწვრთნელის სახეც აქვს. მას შეუძლია ყველაფერი გითხრას, კარგი არაფერი, იცის ცუდ რაღაცებზე საუბარი.

კლოპი ფეხბურთელებს მოტივაციას უძლიერებს. მშვენივრად მუშაობს, რადგან იცის, სად არის ხაზი, როდესაც შეუძლია მოთამაშეზე ზეწოლა, ან პირიქით, მისგან გათავისუფლება. ამავდროულად, იურგენი ძალიან კარგი ადამიანია".

ლევანდოვსკის წარმატებულ კარიერაში კლოპს დიდი წვლილი მიუძღვის

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკი იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით 2010-2014 წლებში დორტმუნდში თამაშობდა და 187 მატჩში 103 გოლი გაიტანა. რაც შეეხება პეპ გვარდიოლას, პოლონელმა მასთან ერთად მიუნხენის ბაიერნში ორი სეზონი გაატარა (2014-2016).

 

კომენტარები

ბოლო ამბები