Thumbnail

'ეს ბრწყინვალე გზა იყო' - იკერ კასილიასი ფეხბურთს დაემშვიდობა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • იკერ კასილიასმა კარიერა დაასრულა
  • ესპანელი მეკარე რეალში ერთ-ერთ პოსტზე დასაქმდება

ვეტერანმა ესპანელმა მეკარემ იკერ კასილიასმა კარიერის დასრულების შესახებ საბოლოო განცხადება გააკეთა. იკერმა ბოლოს 2019 წლის აპრილში, პორტუს რიგებში, რიუ ავეს წინააღმდეგ ითამაშა, ხოლო შემდეგ ერთ-ერთ ვარჯიშზე გულის შეტევა მიიღო, რის გამოც მოედანზე გასვლა ვეღარ მოახერხა.

"მთავარია ის გზა, რომელსაც მიჰყვები და ადამიანები, რომლებიც შენს გვერდით არიან. უყოყმანოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ბრწყინვალე გზა შესანიშნავი დასასრულით".

იკერ კასილიასმა კარიერის ძირითადი ნაწილი მადრიდის რეალში გაატარა, სადაც 1999-2015 წლებში 725 თამაში ჩაატარა და კლუბთან ერთად ყველა ტიტულის მოგება მოახერხა. 2015 წლის ზაფხულიდან იკერი პორტუში გადავიდა, რომლის ღირსება 156-ჯერ დაიცვა და ორჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი. ესპანეთის ნაკრებში ლეგენდარულმა მეკარემ 167-ჯერ ითამაშა (2000-2016 წწ).

კასილიასი მშობლიურ რეალში ბრუნდება და კლუბის სტრუქტურაში დაიკავებს ადგილს. მანამდე ის ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას გეგმავდა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურა მოხსნა.

კომენტარები

ბოლო ამბები