Thumbnail

'ეშმაკი დეტალებშია' - მანჩესტერ იუნაიტედმა ახალი საშინაო ფორმა წარმოადგინა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მანჩესტერ იუნაიტედმა ახალი სეზონისთვის საშინაო ფორმის კომპლექტი წარმოადგინა
  • ტრადიციული, წითელ მაისურები წვრილი შავ-ყვითელი ძაფებით არის გაფორმებული

მანჩესტერ იუნაიტედმა 2020/21 წლების სეზონისთვის საშინაო ფორმის ახალი კომპლექტი წარმოადგინა.

ტექნიკური სპონსორის Adidas-ის მაისურა კლუბისთვის ტრადიციულ, წითელ ფერშია, ოღონდ ნაჭერში წვრილი, შავ-ყვითელი ძაფებია ჩაქსოვილი. 

ახალი ფორმის დიზაინში აქცენტი იმ დნმ-ზეა გაკეთებული, რომელიც იუნაიტედის მოთამაშეებისა და გულშემატკივრების თაობებს აერთიანებს.

მანჩესტერ იუნაიტედის ახალი ფორმა | 2020-21

"ეს არა მხოლოდ ჩვეულებრივი მაისურა, არამედ ისტორიული მოგონებებისა და ემოციების უნიკალური გობელენია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა", - ნათქვამია Adidas-ის რელიზში.

ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში მანჩესტერ სიტიმ მესამე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. 

ოლე გუნარ სულშერის გუნდი ევროპალიგაში გამოსვლას აგრძელებს, სადაც ⅛-ფინალის პირველ მატჩში სტუმრად ლასკ-ს მოუგო (5:0). საპასუხო დაპირისპირება 5 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები