Thumbnail

დე ხეას შოტლანდიელი ორეული - მსგავსებით ესპანელიც გაკვირვებულია

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დე ხეას 'ორეული' შოტლანდიელი მწვრთნელია
  • მათ შორის მსგავსებას ტვიტერზე ესპანელიც გამოეხმაურა

სტუარტ კეტლუელი შოტლანდიური პრემიერლიგის როს ქაუნთის წვრთნის, სადაც 2009-14 წლებში თვითონაც თამაშობდა. შოტლანდიელ მწვრთნელს ინტერვიუ მოზერუელთან მატჩის შემდგომ ჩამოართვეს, სადაც მისი დე ხეასთან მსგავსება სკაი სპორტსის ჟურნალისტებს არ გამოჰპარვიათ.

36 წლის კეტლუელს და დე ხეას შორის საოცარ მსგავსებას თვითონ ესპანელი მეკარეც გამოეხმაურა. დე ხეამ კეტლუელის სურათზე გაკვირვება 'ემოჯით' გამოხატა.

სტუარტ კეტლუელი როს ქაუნთიში მუშაობისას

პოზიტიური სახის პოსტი ფეხბურთის ფნებმა, საშინელ ფორმაში მყოფ მეკარეს არ შეარჩინეს, რასაც სოციალურ მედიაში საშინელი ქილიკი მოჰყვა...

რამდენიმე გულშემატკივარი წერდა, რომ ტოტენჰემთან და ჩელსისთან შესაძლოა იუნაიტედის კარში სწორედ კეტლუელი იდგა. დავიდ დე ხეას ცუდი თამაშის მიუხედავად მანჩესტერ იუნაიტედმა მაინც შეძლო მიზნის მიღწევა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა.

კომენტარები

ბოლო ამბები