Thumbnail

'ვალენსიაში რომ თამაშობდეს, ვერავინ იცნობდა' - პიკე გააკრიტიკეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • არგენტინის ნაკრების ყოფილმა მცველმა ოსკარ რუჯერიმ პიკეზე ილაპარაკა
  • მსოფლიოს ჩემპიონის აზრით, ბარსას ფეხბურთელი საშუალო დონის მცველია

მადრიდის რეალისა და არენტინის ნაკრების ყოფილმა მცველმა, მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონმა ოსკარ რუჯერიმ ბარსელონას მცველ ჟერარდ პიკეზე აზრი გამოთქვა. 

"პიკე საშუალო დონის მცველია - ისეთივე, როგორიც მე და როგორიც ბევრი სხვა. ის კარგად გამოიყურება, ურთიერთობაშია მომღერალთან (შაკირასთან)  და ატარებს მოხდენილ წვერს, მაგრამ ის რომ ვალენსიაში გამოდიოდეს, მის შესახებ არავის ეცოდინებოდა. 

ოსკარ რუჯერი და დიეგო მარადონა

პიკე მოედანზე იმ ფეხბურთის სათამაშოდ გამოდის, რომელსაც ბარსელონა თამაშობს. ის ნორმალური დონის ფეხბურთელია, როგორიც თავის დროზე მეც ვიყავი. მას აქვს კარგი დაცვითი ფუნქციები, მაგრამ არა - მაღალი. ის მეტოქეთა წნეხის ქვეშ თითქმის არ ექცევა. გამონაკლისი მხოლოდ დიდ გუნდებთან მატჩებია", - ამბობს რუჯერი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მცველად მადრიდის რეალის კაპიტანს სერხიო რამოსს მიიჩნევს. 

ჟერარდ პიკე ბარსელონას ღირსებას 2008 წლიდან იცავს. 33 წლის ფეხბურთელს კატალონიურ კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონობა 8-ჯერ, კოპა დელ რეი - 6-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა კი 3-ჯერ აქვს მოგებული. პიკეს ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფილიოსა (2010) და ევროპის (2012) ჩემპიონატებზე გაუმარჯვია.

კომენტარები

ბოლო ამბები