Thumbnail

'სუმოში დიდხანს დარჩენა მსურს' - ტოჩინოშინს სერიოზული წინსვლა ელის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინის კომენტარი ბაშოს დასრულების შემდეგ
  • რამდენი საფეხურით ამაღლდება ქართველი რანგში

ყოფილმა ოძეკი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) წარმატებით იასპარეზა ივლისის ბაშოზე - დასავლეთის მე-11 მაეგაშირას რანგში მოასპარეზე 32 წლის სუმოისტმა 15-დან 10 ორთაბრძოლა მოიგო და ზედიზედ 5 უარყოფითი ბაშოს შემდეგ, სუპერტურნირი კაჩი-კოშით დაასრულა...

მას რეიტინგში, რომელიც 31 აგვისტოს გამოქვეყნდება სერიოზული წინსვლა ელის. ბაშოს დასრულების შემდეგ ქართველმა სუმოისტმა იაპონურ მესიასთან კომენტარი გააკეთა:

ტოჩინოშინი: "მაინტერესებდა, შევძლებდი თუ არა ბაშოს 10 გამარჯვებით დასრულებას. ასე რომ, მიღწეულით კმაყოფილი ვარ. მსურს, სუმოში კიდევ დიდხანს დავრჩე - შესაბამისად, მოვემზადები მომავალი ბაშოსთვის".

tachiai.org-ის ინფორმაციით, პირველი მაეგაშირა ენდოსთვის სპეციალურად გამოათავისუფლებენ კომუსუბის რანგს. ტაკანოშო და ჰოკუტოფუჯი პირველი მაეგაშირები გახდებიან. მაეგაშირების ზედა რანგში მეტს დადებითი ბალანსი არც არავის ჰქონია. ახალ რეიტინგში ტოჩინოშინი შესაძლოა, მე-4 ან მე-5 მაეგაშირა გახდეს, რაც საგრძნობი წინსვლაა. 

სექტემბრის ბაშო ტოკიოს "კოკუგიკანში" გაიმართება 13-27-ში. 

კომენტარები

ბოლო ამბები