Thumbnail

20 საუკეთესო მწვრთნელი დღევანდელ ფეხბურთში - ბრიტანელების ვერსია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გადამწყვეტი ლივერპულის ჩემპიონობა გამოდგა
  • ატლეტიკოს თავკაცი დიეგო სიმეონე ათეულში ვერ მოხვდა

ბრიტანულმა გამოცემა Daily Star-მა მსოფლიოში 20 გამორჩეული მწვრთნელი დაასახელა და პირველ ადგილი იურგენ კლოპს მიანიჭა.

ჩამონათვალი 2019/20 წლების სეზონის შედეგების მიხედვითაა შედგენილი და გადამწყვეტი ფაქტორი ის გახლდათ, რომ კლოპმა ლივერპულს პრემიერლიგის ნანატრი ტიტული მოაგებინა.

გერმანელის შემდეგ. მეორე პოზიციაზე იტალიელი ჯან პიერო გასპერინია, რომლის ატალანტა სეზონის აღმოჩენა გამოდგა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას აგრძელებს. სამეული ზინედინ ზიდანმა დაასრულა. ფრანგმა მადრიდის რეალს 2020 წელს ორი ტიტული (ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი) მოაგებინა.

საუკეთესო მწვრთნელების ოცეული Daily Star-ის ვერსიით

20. კარლოს კარვალალი (რიუ ავე/ბრაგა)

19. მარკო როზე (გლადბახი)

18. ნუნუ ეშპირიტუ სანტუ (ვულვზი)

17. ხოსე ბორდალასი (ხეტაფე)

16. რობერტო დე ძერბი (სასუოლო)

15. ჟულიენ სტეფანი (რენი)

14. ხულენ ლოპეტეგი (სევილია)

13. იეს მარში (ზალცბურგი)

12. ჟორჟე ჟესუში (ფლამენგო/ბენფიკა)

11. დიეგო სიმეონე (ატლეტიკო)

10. ანტონიო კონტე (ინტერი)

9. პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი)

8. მაურიციო სარი (იუვენტუსი)

7. ტომას ტუხელი (პსჟ)

6. მარსელო ბიელსა (ლიდსი)

5. იულიან ნაგელსმანი (ლაიპციგი)

4. ჰანს-დიტერ ფლიკი (ბაიერნი)

3. ზინედინ ზიდანი (რეალი)

2. ჯან პიერო გასპერინი (ატალანტა)

1. იურგენ კლოპი (ლივერპული)

კომენტარები

ბოლო ამბები