Thumbnail
  • რუბინმა ამხანაგური მატჩი ფრედ დაასრულა
  • რუსეთის ჩემპიონატის დაწყებამდე 1 კვირა დარჩა

ყაზანის რუბინმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. მეტოქე კამაზი იყო, თამაში ფრედ 1:1 დასრულდა და ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი ტაიმი ითამაშა, ზურიკო დავითაშვილმა - მეორე. მატჩის შემდეგ რუბინის სოციალურ ქსელში კვარაცხელიას ფოტო გამოაქვეყნეს, სადაც ის მაღალ ნახტომშია ასახული. ფოტოს თან ერთვის არწივი და საქართველოს დროშა, მინიშნება იოლი გასაგებია.

რუბინისთვის ეს პირველთან ერთად ბოლო საკონტროლო მატჩი იყო, რადგან რუსეთის პრემიერლიგის ახალი სეზონის სასტარტო შეხვედრას უკვე 11 აგვისტოს ჩაატარებს. ყაზანელთა მეტოქე კვარაცხელიას ყოფილი გუნდი მოსკოვის ლოკომოტივი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები