Thumbnail

ცენტრალური მცველი თუ მოძრავი საყრდენი - როგორ გაძლიერდება ლივერპული?

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ლივერპული ლოვრენის შემცვლელს მოძებნის
  • კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ლეგენდებმა ისაუბრეს

ჩელსი და მანჩესტერ სიტი უკვე გაძლიერდნენ, დიდი გეგმები აქვს მანჩესტერ იუნაიტედსაც, რომელიც დორტმუნდის ბორუსიადან ჯეიდონ სანჩოს გადმობირებას აპირებს. ლივერპულის გარშემო კი ჯერ-ჯერობით სიჩუმეა.

ერთადერთი ტიაგო ალკანტარაზე დაიწერა, თუმცა ოფიციალურად კლუბს ჯერ არაფერი დაუდასტურებია. BBC-ისთან ინტერვიუში კლუბის სავარაუდო გეგმებზე ლივერპულის ლეგენდებმა - გარი გილესპიმ, ჯო ბარნსმა და ემილ ჰესკიმ ისაუბრეს.

კლუბიდან დეიან ლოვრენის წასვლა გარი გილესპიმ შეაფასა, რომელიც თვითონაც ცენტრალური მცველი იყო. "ფილიპსი, ვან დენ ბერგი, ჰუვერი - ეს ბიჭები ჯერ გამოუცდელები არიან. ლოვრენის ადგილს ვერ ამოავსებენ, კლუბს ვფიქრობ ცენტრალური მცველი სჭირდება."

დეინ ლოვრენი სანკტ პეტერბურგის ზენიტში გადავიდა

"ასევე ვფიქრობ, რომ ენდრიუ რობერტსონის დასაზღვევად კლოპს მარცხენა მცველი სჭირდება. გუნდში ყველა ისვენებს ხოლმე, რობერტონის გარდა... ძალიან ბევრს თამაშობს, კიდევ ერთი სეზონი ასე და გადაიღლება." - ამბობს შოტლანდიელი.

ნახევარდაცვაშიც გადანაცვლებები მოხდა, ადამ ლალანას კლუბიდან წასვლის შემდეგ, ახალგაზრდა კურტის ჯონსს მომავალ წელს პირველ გუნდში გადასვლად დაპირდნენ. მოსალოდნელია ასევე გუნდიდან შერდან შაჩირის წასვლა.

თუმცა რა პროფილის ნახევარმცველით შეცვლის ლივერპული შაჩირის უცნობია. გუნდს ახალგაზრდა შემტევი ჰარვი ელიოტი ჰყავს, ასევე ალქსანდრ-ოქსლეიდ ჩემბერლენი და ნაბი კეიტა, რომლებსაც შექმნა უფრო შეუძლიათ, ვიდრე ჰენდერონივით და ფაბინიოსავით უკნიდან თამაში.

ადამ ლალანა ბრაიტონში ითამაშებს

"კლოპს ალბათ კიდევ ერთი, ვეინალდუმივით წინ და უკან მოძრავი ნახევარმცველი სჭირდება. კიდევ ერთი კრეატიული მოთამაშე ცენტრში გუნდის თამაშს არევს." - ამბობს ჯონ ბარნსი.

თავდასხმის ხაზში არაფერი შეცვლილა და ამის საჭიროებას ემილ ჰესკიც ვერ ხედავს "ლივერპული ძირითადად ფლანგებიდან იტანს, ფირმინო მეორეხარისხოვან როლს თამაშობს. შეიძლება დაიმატონ ისეთი ფორვარდი, რომელიც მეტს გაიტანს, მაგრამ ეს ბალანსს დაარღვევს." - ამბობს ჰესკი.

კომენტარები

ბოლო ამბები