Thumbnail
  • 21 წლის ლუკა ლაკვეხელიანმა საბურთალო დატოვა
  • ის უნგრულ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი ლუკა ლაკვეხელიანი კარიერას უნგრეთში, კერძოდ კი, მეზოკოვეშდში გააგრძელებს. უნგრული კლუბის ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და 4 აგვისტოს ხელს კონტრაქტს მოაწერს.

KÉT JÁTÉKOS | Egy grúz védő és egy orosz támadó érkezett Mezőkövesdre. https://mezokovesdzsory.hu/ket-jatekos-erkezett/

Posted by Mezőkövesd Zsóry Sportegyesület on ორშაბათი, 03 აგვისტო, 2020

ლუკა მეზოკოვეშდთან 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ტრანსფერმარკეტი ქართველ ფეხბურთელს 450 ათას ევროდ აფასებს, თუმცა ოფიციალურად რა თანხა გადაუხადა უნგრულმა კლუბმა საბურთალოს, ამ ეტაპზე უცნობია.

ლაკვეხელიანი საბურთალოს აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში ჩატარებულ 92 მატჩში 2 გოლი გაიტანა. 21 წლის ფეხბურთელი ბოლო პერიოდში საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრი იყო.

რაც შეეხება მეზოკოვეშდს, გასულ სეზონში უნგრეთის თასის ფინალში გავიდა, ხოლო ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა. ამ გუნდში ბუდუ ზივზივაძე თამაშობდა, რომელიც მიმდინარე ზაფხულს ფეჰერვარში გადავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები