Thumbnail

'ყველას ვუჩივლებ' - კონტე გამწარებულია და გავრცელებულ ხმებს უარყოფს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ვინც ეს დაწერა აუცილებლად ვუჩივლებ და იგივე ბედი ელის გაზეთის რედაქტორსაც'
  • ანტონიო კონტე იტალიურ პრესაში გავრცელებულმა ინფორმაციამ აღაშფოთა

მილანის ინტერის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ უარყო ხმები იმის შესახებ, რომ ტურინის იუვენტუსის თავკაცის პოსტზე დაბრუნებას გეგმავს, ამ ინფორმაციის გამავრცელებლებს კი სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.

“ის, რაც დღევანდელ La Repubblica-ში დაიწერა, აღმაშფოთებელია. იმას, ვინც ეს დაწერა აუცილებლად ვუჩივლებ და იგივე ბედი ელის გაზეთის მთავარ რედაქტორსაც”.

ცნობისთვის, La Repubblica იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გაზეთია და მისი ტირაჟი 500 ათასს უტოლდება. სწორედ მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონტე კვირების მანძილზე ეკონტაქტებოდა იუვენტუსი ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებსა და ყოფილ მოთამაშეებს და განსაკუთრებით იუვეს ახლანდელი მწვრთნელის მაურიციო სარის მდგომარეობით იყო დაინტერესებული. ცილისწამებით გამწარებულმა კონტემ კომენტარი ამ თემაზეც გააკეთა:

“კატეგორიულად ვუარყოფ, რომ იუვენტუსის წარმომადგენლებს ვესაუბრებოდი და მითუმეტეს იმას, რომ კითხვებს სარის შესახებ ვსვამდი. ინტერთან 3-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და მის დარღევას არ ვაპირებ. ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი, რომ გამარჯვებული გამოვსულიყავი და ახლაც ასე ვიქცევი”.

კონტეს და ინტერს შორის უთანხმოებაზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც ანტონიომ სკანდალური განცხადებები გააკეთა. ეს ატალანტასთან დასკვნითი მატჩის შემდეგ მოხდა, როდესაც მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ინტერის ხელმძღვანელობა მასა და ფეხბურთელებს სათანადოდ არ იცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები