Thumbnail
  • ბარსელონა ანსუ ფატისთან კონტრაქტის განახლებას აპირებს
  • 17 წლის შემტევი კატალონიელებისთვის მომავალთან ასოცირდება

ბარსელონა ანსუ ფატისთან მიმდინარე კონტრაქტის პირობებში ცვლილებების შეტანის მიზნით მოლაპარაკებებს იწყებს. MARCA-ს ინფორმაციით, კატალონელებს ფატისთან ხელშეკრულების განახლება სურთ, რომელიც 2022 წლის ზაფხულში იწურება.

მთავარი ნიუანსი კი ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა იქნება - 400 მილიონი ევრო. როგორც ცნობილი გახდა, ესპანური გრანდი მომავალს ანსუს უკავშირებს და ნეიმართან დაკავშირებული სცენარის გამეორების ეშინია. შეგახსენებთ, რომ კატალონიელებმა 3 წლის წინ ბრაზილიელი ვარსკვლავი ვერ შეინარჩუნეს და ის პსჟ-ში აღმოჩნდა.

17 წლის ანსუ ფატი ბარსას ძირითად გუნდში პირველად გასულ სეზონში გამოჩნდა და ყურადღება მალევე მიიპყრო. წარმოშობით გვინეა-ბისაუელმა შემტევმა ლა ლიგაში 24-ჯერ ითამაშა და 7 გოლი გაიტანა, ხოლო მთლიანად სეზონში 32 თამაშში თავი 8-ჯერ გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები