Thumbnail

ჰარდენი-ვესტბრუკის დუეტმა იანისი დაამარცხა - ჰიუსტონის გამარჯვება მილუოკისთან

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ჰიუსტონი 120:116 მილუოკი
  • იანისი 36 ქულით შეუჩერებელი იყო
  • გადამწყვეტი მილუოკის 22 დაკარგვა აღმოჩნდა

სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა ჰიუსტონსა და მილუოკის შორის გაიმართა. ჰარდენისა და ვესტბრუკის ჰიუსტონს, რესტარტის შემდეგ წაგებული პირველი თამაშის შემდეგ, პოზიციების გასამყარებლად გამარჯვება აუცილებლად სჭირდებოდათ.

თამაში უცნაური გამოვიდა, რადგან მილუოკი ბევრად უკეთ ისროდა (ზუსტი სროლების 48.9%), ვიდრე ჰიუსტონი (39.6%), სიმაღლისა და გაბარიტების ხარჯზე პირწმინდად მოიგო ფარზე ბრძოლა (65:36 მოხსნები, 17:6 მოხსნები მეტოქის ფარზე), თუმცა მაინც წააგო.

The Arena (Orlando)

ამის მიზეზი ის არის, რომ ჰიუსტონის აგრესიული დაცვა პერიმეტრზე მეტოქეს შეცდომებს აშვებინებდა. შედეგად, მილუოკიმ 22-ჯერ დაკარგა ბურთი (ჰიუსტონს მხოლოდ 9 დაკარგვა ჰქონდა) და ტექსასელებმა კიდევ 15-ჯერ მოპარეს ბურთი მეტოქეს. მილუოკის სროლები არ წაუვიდა პერიმეტრიდანაც - 35-დან მხოლოდ 9 ჩაგდებული ბურთი და ზუსტი სროლების 25.7%.

ჰიუსტონმა თავის სტილში აქცენტი სამქულიანებზე გააკეთა. ტექსასელებმა 61 სროლა შეასრულეს პერიმეტრიდან და მხოლოდ 30 ორქულიანი ისროლეს. 

საუკეთესო რასელ ვესტბრუკი იყო 31 ქულით, ჯეიმს ჰარდენს კი მისთვის მოკრძალებული 24 ქულა ჰქონდა და 14-დან მხოლოდ 5 სროლა გამოიყენა. მილუოკიდან ისევ შეუჩერებელი იყო იანისი, რომელმაც 25 სროლაში 36 ქულა დააგროვა და 18 მოხსნა გააკეთა. სამწამიანში მილუოკის დიდი უპირატესობა ჰქონდა. 

ბაქსი თამაშის დასრულებამდე ორიოდე წუთით ადრე 8 ქულას იგებდა, თუმცა ჰიუსტონმა ზედიზედ 9 ქულა ჩააგდო და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა. მილუოკი აღმოსავლეთს დამაჯერებლად ლიდერობს, ჰიუსტონი კი დასავლეთში მეექვსე პოზიციაზეა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები