Thumbnail

ზარანდია ბელგიაში ავარიაში მოყვა - საჭესთან მყოფი ლუკას თანაგუნდელი ნასვამი იყო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ვარეგემის 24 წლის ნახევარმცველი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე გახდა
  • საჭესთან ლუკას თანაგუნდელი იჯდა, რომელიც სავარაუდოდ ნასვამი იყო
  • ავარიის შედეგად სერიოზული დაზიანებები არავის მიუღია

საქართველოს ნაკრებისა და ვარეგემის ნახევარმცველი ლუკა ზარანდია ბელგიაში ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე გახდა. საბედნიეროდ, 24 წლის ქართველ ფეხბურთელს სერიოზული დაზიანება არ მიუღია.

ლუკა ვარეგემში  ტობოლიდან დაბრუნდა

როგორც ბელგიური მედია წერს, ზარანდია თანაგუნდელ ომარ გოვეასთან ერთად ავტომობილით მგზავრობდა, საჭესთან კი ეს უკანასკნელი იჯდა. შემთხვევა კვირას გამთენიისას მოხდა. 24 წლის მექსიკელმა საჭე ვერ დაემორჩილა და ავტომობლის შეეჯახა, რომელშიც ორი ქალბატონი იმყოფებოდა.

მძიმე დაზიანება არავის მიუღია, თუმცა როგორც ირკვევა, ომარ გოვეას მართვის მოწმობა არ ჰქონდა და თან, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მომხდარზე რეაგირებისთვის, ვარეგემში პოლიციისგან ოფიციალურ ინფორმაციას ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ ზარანდია ბოლოს იჯარით ყაზახურ ტობოლში გამოდიოდა, სადაც თებერვალში გადაბარგდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ბელგიურმა კლუბმა მისი დაბრუნება გადაწყვიტა. Voetbal Krant-ის ინფორმაციით, ვარეგემმა ლუკა ვადამდე დაიბრუნა და მისთვის შანსის კიდევ ერთხელ მიცემას აპირებს.

ლუკა ზარანდია თბილისის ლოკომოტივის აღზრდილია. 2014 წლიდან ის ბელგიურ გენკში გადაბარგდა, თუმცა იქ დამკვიდრება ვერ შეძლო და უკან დაბრუნდა. მოგვიანებით ნახევარმცელმა პოლონეთშიც ითამაშა, სადაც გდინიას არკას ღირსებას სამი სეზონის განმავლობაში იცავდა. ლუკა ბელგიურ ვარეგემში 2019 წლის ზაფხულში აღმოჩნდა, რომელთანაც კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ლუკა ზარანდიას საქართველოს ეროვნულ ნაკრების ორ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული - უეფას ერთა ლიგაში, ანდორასა და ლატვიასთან.

კომენტარები

ბოლო ამბები