Thumbnail
  • ბოსტონი 128:124 პორტლენდი
  • ჯეისონ ტეიტუმი 34 ქულით საუკეთესო იყო
  • დემიენ ლილარდს 30 ქულა და 16 ასისტი ჰქონდა

ბოსტონ სელტიკსმა NBA-ს განახლების შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა. სელტიკსი პორტლენდს მასპინძლობდა, რომელიც პლეი ოფის ზონას ჩამორჩება და რომლისთვისაც ყველა თამაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

შეხვედრა ბოსტონის დიდი უპირატესობით დაიწყო და სელტიკსი სტაბილურად წინ იყო 20 და მეტი ქულით. პორტლენდი თამაშში მესამე მეოთხედში დაბრუნდა, რაც პირველ რიგში დემიენ ლილარდის და მისი სამქულიანების დამსახურებაა. ლილარდს პერიმეტრიდან 14-დან 5 ზუსტი სროლა ჰქონდა და 30 ქულა ჩააგდო.

მეოთხე მეოთხედში პორტლენდი წინაც გავიდა, თუმცა მთელი მეოთხედი ქულა-ქულაში თამაში მიდიოდა და მატჩის ბოლოს სელტიკსი უკეთესი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ რესტარტის შემდეგ ჩაგდებული პირველი თამაშის შემდეგ, ძალიან კარგი იყო ჯეისონ ტეიტუმი, რომელმაც 22-დან 11 სროლა გამოიყენა, მათ შორის 8-დან 5 სამქულიანი და თავის გუნდში 34 ქულით საუკეთესო იყო. 30 ქულა დააგროვა ბოსტონის კიდევ ერთმა ლიდერმა ჯელენ ბრაუნმა. ასევე 30 ქულა ჰქონდა ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნებულ პორტლენდის ცენტრს იუსუფ ნურკიჩს.

პორტლენდი ბურთს ძალიან კარგად ამოძრავებდა და 31 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, მათ შორის ფენომენალური 16 ასისტი დემიენ ლილარდს ჰქონდა, თუმცა გადამწყვეტი მაინც ბოსტონის სამქულიანები აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ პორტლენდმა მთელი 13 სროლით მეტი შეასრულა (90-77) 'სელტიკსმა 30-დან 18 სამიანი ჩააგდო, რაც პერიმეტრიდან ზუსტი სროლების 60 პროცენტია. ეს კომპონენტი გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ამ გამარჯვების შემდეგ ბოსტონი მყარად მესამე პოზიციაზე, პორტლენდი კი მემფისს ისევ 3 თამაშით ჩამორჩება და ორეგონელებს სან ანტონიომაც გადაასწრო.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები