Thumbnail
  • დინამო თბილისი 1:0 ჩიხურა 
  • ლოკომოტივი 1:2 ტორპედო

პირველ აგვისტოს ეროვნული ლიგის მე-8 ტურის ორი მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა ჩიხურას 1:0 მოუგო. ეროვნულ სტადიონზე პანდემიის შემდეგ მატჩს პირველად დაესწრო ქომაგი. 68-ე წუთზე გამარჯვების გოლი კუხიანიძემ გაიტანა, რომელმაც დამატებაზე ყველას დაასწრო. ამ გამარჯვებით დინამო თბილისს 15 ქულა გაუხდა და ჩხეტიანის გუნდი გალიდერდა (გორის დილასაც 15 ქულა აქვს).

ლოკომოტივი შინ 1:2 დამარცხდა ქუთაისის ტორპედოსთან. პირველ ტაიმშივე ლოკომოტივი 10 კაცით დარჩა (უბილავა გააძევეს), ფანცულაიამ კი პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ ტაიმის მიწურულს მაინც გაიტანა. 

მეორე ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს, ლოკომოტივს თამაშის გადარჩენა შეეძლო, ვატო არველაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი სიხარულიძემ ვერ გამოიყენა, ბურთი ძელს გაარტყა. 

მე-8 ტური კვირას დასრულდება - საბურთალო გორის დილას უმასპინძლებს, დინამო ბათუმი კი - სამტრედიას. დინამო თბილისსა და დილას 15-15 ქულა აქვთ, საბურთალოს - 12. დინამო ბათუმსა და თელავს კი - 11-11. 

დინამო თბილისი 1:0 ჩიხურა 

გოლი: 1:0 კუხიანიძე (68) 

ლოკომოტივი 1:2 ტორპედო

გოლები: 0:1 ფანცულაია (45+1), 0:2 ქაფიანიძე (53), 1:2 ულად ომარი (57)

კომენტარები

ბოლო ამბები