Thumbnail

ატალანტას ლიდერს დეპრესია აქვს და ჩემპიონთა ლიგაში პსჟ-სთან არ ითამაშებს

  • ბერგამოს ატალანტას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მეტოქედ პსჟ ჰყავს
  • ლისაბონში იტალიური გუნდის ბომბარდირის თამაში ძალიან საეჭვოა
  • გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის იოსიპ ილიჩიჩს დეპრესია აქვს 

ბერგამოს ატალანტას მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი შიშობს, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იოსიპ ილიჩიჩი ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალში პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

გამოკითხვა

ვინ გავა 1/4 ფინალში?

  • იუვენტუსი
  • ლიონი

სლოვენიელი შემტევი ბერგამოს კლუბის საუკეთესო ბომბარდირია. ილიჩიჩმა სერია A-ს 21 მატჩში 15 გოლი გაიტანა, სეზონის ყველა საკლუბო ტურნირში ერთად კი მის ანგარიშზე 21 გოლი და 9 საგოლე პასია. ამის ფონზე, იოსიპის გამოკლება ატალანტასთვის ძალიან დიდი დანაკლისია.

"ნაკლებად სავარაუდოა, რომ იოსიპ ილიჩიჩი ლისაბონში, ჩემპიონთა ლიგის “რვათა ფინალში” ჩვენთან ერთად იყოს", - განაცხადა გასპერინიმ.

იტალიური მედიის ცნობით კი, სლოვენიელ ფეხბურთელს დეპრესია აქვს და ის მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებით არის გამოწვეული. როგორც ირკვევა, იტალიურმა კლუბმა მისი სამშობლოში, ოჯახთან გაშვება სწორედ სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემების გამო გადაწყვიტა. 

უცნობია, ილიჩიჩი მხოლოდ პსჟ-სთან თამაშს გამოტოვებს, თუ გუნდს არც შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში დაეხმარება. 

ბერგამოს ატალანტასა და პარი სენ-ჟერმენის ¼-ფინალური მატჩი ლისაბონში, ნეიტრალურ მოედანზე 12 აგვისტოს უნდა გაიმართოს. შეხვედრას დანაკლისით შეიძლება შეხვდნენ პარიზელებიც, რომლებსაც ცოტა ხნის წინ კილიან მბაპე დაუშავდათ.

გამოკითხვა

გაუტანს რონალდო ლიონს?

  • კი
  • არა

 

კომენტარები

ბოლო ამბები