Thumbnail
  • გვარდიოლამ რეალსა და ლივერპულზე ისაუბრა
  • პეპის თქმით, რეალმა ის უკეთეს მწვრთნელად აქცია 

პეპ გვარდიოლა უკვე დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და საუკეთესო მწვრთნელია. ესპანელი სპეციალისტის მიღწევები გასაოცარია და მის მიერ გაწვრთნილი გუნდები ლამაზ და გამართულ ფეხბურთს თამაშობენ.

49 წლის სპეციალისტს სამწვრთნელო კაიერის განმავლობაში არაერთი რთული მეტოქე ჰყოლია.  მათ შესახებ თავად პეპმა ისაუბრა და დაასახელა ყველაზე რთული მეტოქე, რომელსაც შეხვედრია.

პეპისთვის ყველაზე რთული მეტოქე იურგენ კლოპის ლივერპულია. ესპანელის აზრით, ბოლო ორ სეზონში "მერსისაიდული" გუნდი უძლიერეს კლუბად ჩამოყალიბდა, რომლის დამარცხება ძალიან რთული საქმეა.

გვარდიოლამ ასევე ისაუბრა მადრიდის რეალის შესახებ. პეპის თქმით, რეალი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია, რომლის წინააღმდეგაც უთამაშია და "სამეფო კლუბთან" დაპირისპირებამ იგი უკეთეს მწვრთნელად ჩამოაყალიბა.

"ყველაზე რთული გუნდი, რომელსაც შევხვდი, ეს გასული წლიდან მოყოლებული ლივერპულია. კლოპი არის მეტოქე, რომელმაც ყველაზე დიდხანს მაფიქრა იმაზე, თუ როგორ დამემარცხებინა.

ყოველთვის ვამბობდი, რომ რეალი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია, ვისაც შევხვედრივარ. მათთან რთული მატჩები და ჟოზე მოურინიოსთან, პელეგრინისა და ამ გუნდის სხვა მწვრთნელებთან კონკურენცია დამეხმარა, უკეთესი სპეციალისტი გავმხდარიყავი.

თუ მკითხავთ, რომელი მეტოქე იყო ყველაზე რთულად დასამარცხებელი, გიპასუხებთ, რომ ეს ლივერპულია", - განაცხადა გვარდიოლამ.

კომენტარები

ბოლო ამბები