Thumbnail

კარგი სიახლე რონალდინიოსთვის - ჯარიმა და აღიარება თავისუფლების სანაცვლოდ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რონალდინიო და მისი ძმა აქამდე ასუნსიონში, შინაპატიმრობაში იმყოფებიან 
  • ბრაზილიელებს მხოლოდ ბრალის აღიარება და ჯარიმის გადახდა მოუწევთ

მილანის, ბარსელონისა და ბრაზილიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს რონალდინიოს აქვს შანსი, პარაგვაის სასტუმროში გატარებული ოთხთვიანი შინაპატიმრობის შემდეგ გათავისუფლდეს.

ოქროს ბურთის მფლობელი პარაგვაის ციხეში აღმოჩნდა

შეგახსენებთ, რომ 40 წლის რონალდინიო და მისი ძმა მარტში, პარაგვაის საზღვრის ყალბი პასპორტებით გადაკვეთის გამო დააკავეს. გარკვეული დროის შემდეგ, ძმებმა ციხე 1,6 მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ დატოვეს და მას შემდეგ ასუნსიონის ერთ-ერთ სასტუმროში შინაპატიმრობაში იმყოფებიან, სადაც ნომრის ფასი ღამეში 380 აშშ დოლარს შეადგენს.

თავად რონალდინიო ირწმუნებოდა, რომ პასპორტები ბრაზილიელი ბიზნესმენისგან მიიღო, რომელიც ამ საქმეზე ამჟამად ციხეში იმყოფება. ცნობილია, რომ მანამდე ყოფილ ფეხბურთელს ბრაზილიიდან გასვლა ჯარიმების გადაუხდელობის გამო ჰქონდა აკრძალული. 

გამოკითხვა

ვინ გავა 1/4 ფინალში?

  • ბარსელონა
  • ნაპოლი

ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოძიება 90%-ით დასრულებულია და პროკურატურამ ვერ შეძლო ძმებისთვის ფულის გათეთრებასა თუ ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით ბრალის წაყენება. შესაბამისად, ერთადერთ პუნქტად ქვეყანაში შესასვლელად ყალბი დოკუმენტების გამოყენება რჩება. 

სავარაუდოდ, ძმებს გარიგებას შესთავაზებენ - საქმის დახურვა ჯარიმისა და ბრალის აღიარების სანაცვლოდ. ადვოკატები იმედოვნებენ, რომ რონალდინიოსა და მის ძმა აგვისტოშივე გაათავისუფლებენ.

რონალდინიომ ციხის ტურნირში გაიმარჯვა და ჯილდოდ გოჭი მიიღო

რონალდინიო ევროპაში პარი სენ-ჟერმენში, ბარსელონასა და მილანში გამოდიოდა, ბრაზილიის ნაკრებთან ერთად კი მან 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. 2005 წელს ბრაზილიელი "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა, 2004 და 2005 წლებში კი ფიფამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

რონალდინიომ ფეხბურთელის კარიერა ოფიციალურად 2018 წლის 16 იანვარს დაასრულა, მისი ბოლო კლუბი კი ფლუმინენსე იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები