Thumbnail
  • ქართველი მორაგბეების გუნდების წარუმატებელი გამოსვლა.
  • ნახევარფინალში მხოლოდ კაკოვინის რასინგი გავიდა.

ჩემპიონთა თასზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. სამწუხაროდ, ქართველ მორაგბეებს თავის გამოჩენის საშუალება ნაკლებად მიეცათ.

მანსტერმა მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის ტულონს ერთი ქულით, 20:19 მოუგო. არცერთი ქართველი მორაგბე განაცხადში არ ყოფილა. 75-ე წუთამდე ტულონი ექვსი ქულით იგებდა, მანსტერმა 76-ე წუთზე ლელო დადო, რომელსაც ზუსტი გარდასახვაც მიაყოლა და ნახევარფინალში გავიდა.

                                           მანსტერმა ტულონს პირველად მოუგო.

დავით ზირაქაშვილის, დუდუ ქუბრიაშვილისა და ოთარ გიორგაძის კლერმონი ვასილ კაკოვინის რასინგთან 28:17 დამარცხდა. დავით ზირაქაშვილი მინდორზე 64-ე წუთზე გამოჩნდა რაბა სლიმანის ნაცვლად. ვასილ კაკოვინი მოედანზე 49-ე წუთზე გამოჩნდა, ნახევარი საათი ითამაშა და ბოლოსწინა წუთზე შეცვალეს. რასინგი დამსახურებულად გავიდა შემდეგ ეტაპზე. კლერმონისთვის სეზონი დასრულდა, კლუბს TOP 14-შიც რთული სიტუაცია აქვს, სავარაუდოდ, მოქმედი ჩემპიონები პლეი ოფში ვერ გავლენ.

ლი ჰალფპენის სკარლეტსმა ლექსო ყაულაშვილის ლა როშელს მოუგო. უელსურმა კლუბმა მეტოქე 28:17 დაამარცხა. ჰალფპენმა გუნდს 19 ქულა შესძინა - 5 ჯარიმა და 2 გარდასახვა გაიტანა. ლექსო ყაულაშვილს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. 
 

მეოთხე ნახევარფინალისტი ლენსტერი გახდა,
რომელმაც სარასენსს 30:19 მოუგო.

ვასილ კაკოვინი ერთადერთი ქართველი მორაგბეა, რომელიც ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში ითამაშებს.

გუნდები ნახევარფინალში ასე დაწყვილდნენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები