Thumbnail
  • საქართველოს რაგბის კავშირის არჩევნები, სავარაუდოდ, ნოემბერში გაიმართება
  • შექმნილ სიტუაციაზე ირაკლი აბუსერიძემა და ბაჩო ხურციძემ ისაუბრეს

ქართულ სარაგბო სამყაროში მთავარი სასაუბრო თემა კვლავაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის გოჩა სვანიძის თანამდებობიდან გადადგომაა. როგორც ირკვევა, ორშაბათს რაგბის კავშირის გამგეობა შეიკრიბება, რომელსაც აწ უკვე გადამდგარი პრეზიდენტი მიმართავს. ახალი არჩევნები ნოემბერში უნდა გაიმართოს და სავარაუდოა, რომ სვანიძე მონაწილეობას მასშიც მიიღებს.

არსებული ინფორმაციით, მისი კონკურენტები კვლავაც ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო სვანიძე იქნებიან, რომლებიც წლის დასაწყისში ჩაშლილ არჩევნებში მონაწილეობასაც გეგმავდნენ. შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით მათი კომენტარები ტელეკომპანია “მთავარმა” გაავრცელა.

ირაკლი აბუსერიძე: “ამ ოთხი წლის პერიოდში ქართულმა რაგბმა რა რეგრესიც განიცადა, ვთვლი, მე რომ ვყოფილიყავი, ამ ნაბიჯს მანამდე გადავდგამდი. როცა სათავეში ხარ და ყველა შენი წინააღმდეგია, დროზე უნდა გადადგა ნაბიჯი, რომ ქართული რაგბი, ეს თემი, არ გაყო და არ გახლიჩო. როცა ყველა გიპირისპირდება, ესე იგი, რაღაც პრობლემაა”. 

ბაჩო ხურციძე: “ეს გადაწყვეტილება დაძაბულობას, რაც ქართულ რაგბში იყო, გარკვეულწილად, განმუხტავს. ზოგადად, ძალიან არ მომწონს ეს ცუდი აჟიოტაჟი რაგბის გარშემო და არა მარტო არჩევნების გამო. იმიტომ, რომ ჩვენს რაგბს ეს აჟიოტაჟი არ ეკუთვნის. ქართულ რაგბსა და მორაგბეებს ამ ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურება აქვთ”.

კომენტარები

ბოლო ამბები