Thumbnail

რონალდოს ახალი მანქანა და იახტა - მან ჯამში 14 მილიონი გადაიხადა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • იუვეს პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ჩემპიონობა საკადრისად აღნიშნა
  • კრიშტიანო რონალდოს ლიმიტირებულ მოდელს 2021 წელს გადასცემენ

ტურინის იუვენტუსის ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ მორიგი სკუდეტო საკადრისად აღნიშნა და თავის კოლექციას მორიგი ძვირადღირებული მანქანა და იახტა შემატა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • იუვენტუსი
  • ფრე
  • რომა

Tuttosport-ის ინფორმაციით, რონალდოს ფარეხში ამჯერად Bugatti Centodieci აღმოჩნდა, რომლის ღირებულებაც 8 მილიონი ევროა. აღნიშნული ავტომობილი ლიმიტირებული კოლექციიდანა. ფრანგულ კომპანიას მხოლოდ 10 ამგვარი მანქანა აქვს გამოშვებული და ის თავის დროზე ბრენდის დაფუძნების 110 წლისთავს მიეძღვნა.

მაქსიმალური სიჩქარე, რომელსაც აღნიშნული ავტომობილი ანვითარებს, 38 კმ/სთ-ია. ის 100 კმ/სთ-ს 2.4 წამში კრეფს. საინტერესოა, რომ კრიშტიანომ მანქანა უკვე შეიძინა, თუმცა, ის მის მფლობელობაში მხოლოდ 2021 წელს გადავა.

ახალ ავტომობილამდე, რონალდომ იახტა იყიდა, რომელშიც უკვე 6.08 მილიონი ევრო დაუჯდა. მასზე 5 კაიუტა, 6 აბაზანა, 2 მოსასვენებელი ზონა, ლაუნჯ-ზონა, სასადილო და თანამედროვე სამზარეულოა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ოჯახთან ერთად, ის უკვე დაათვალიერა.

შეგახსენებთ, რომ იუვენტუსმა სერია A-ს მოგება ისტორიაში 36-ედ მოახერხა, რონალდოს კი მიმდინარე სეზონში უკვე 31 გოლი აქვს გატანილი. ტურინელები ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრას 1 აგვისტოს რომას წინააღმდეგ ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები