Thumbnail

დიდი 10 - ლელო ჯიქთან დამარცხდა, ლოკომოტივმა ბაგრატი გაანადგურა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლელო 20:28 ჯიქი - გორელებმა ლელოს 11 ქულით გაუსწრეს.
  • ლოკომოტივი 59:0 ბაგრატი - თბილისურმა კლუბი მეორე ადგილს ინარჩუნებს.

კვირას დიდი 10-ის მე-17 ტური დასრულდა. ლელომ გორის ჯიქს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 28:20 დამარცხდა. ჯიქმა მეტოქეზე ერთი მეტი ლელო დადო და ერთით მეტი ჯარიმა გაიტანა. გორელები მესამე ადგილზე არიან 57 ქულით, ლელოს 46 ქულა აქვს და მეხუთე ადგილს იკავებს. ბოლო ტურში ჯიქი ბათუმს შეხვდება, მარცხის შემთხვევაში გორელები მესამე ადგილს დაკარგავენ. ლელო ბოლო ტურში არმაზს შეხვდება.

ლოკომოტივმა ბაგრატი გაანადგურა, თბილისურმა კლუბმა პირველ ლიგაში გავარდნილ კლუბს 59:0 მოუგო. თბილისელებმა მეტოქეს 8 ლელო დაუდეს და 6 გარდასახვა გაუტანეს. გიორგი შკინინმა სამი ლელო დადო, ვახტანგ ქვათაძემ და გიგა გაგოშვილმა დუბლი შეასრულეს - ერთი ლელო გიორგი ბეგაძის ანგარიშზეა. ბექა წიკლაურმა ექვსი გარდასახვის გატანა მოახერხა.

ლოკომოტივს 65 ქულა დაუგროვდა და ერთი ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ აიას.

კომენტარები

ბოლო ამბები