Thumbnail

ანდრეი კირილენკო: 'შენგელიას ტრანსფერი? ცსკა მაინც იგივე დონეზე დარჩება'

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი კირილენკომ მოსკოვის ცსკა-ში თორნიკე შენგელიასა და ნიკოლა მილუტინოვის ტრანსფერები შეაფასა და აღნიშნა, რომ მათი შემატებით რუსული გრანდი დიდად ვერ გაძლიერდა.

“არ მგონია, რომ რადგანაც ცსკა-მ შენგელია და მილუტინოვი აიყვანა, ახლა ყველას გაანადგურებენ. ისინი დაახლოებით იმ დონეზე დარჩებიან, რომელზეც წინა სეზონში იყვნენ. შენგელია და მილუტინოვი კი არა, მაგალითად, ტომიჩი და უილბეკინი რომ შეეძინათ, ამით არაფერი შეიცვლებოდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გუნდმა კაილ ჰაინსი დაკარგა, რომელიც უმნიშვნელოვანესი კალათბურთელი იყო. ის გუნდს თავდაჯერებას მატებდა. დიდი დანაკლისია ვორონცევიჩის წასვლაც, რომელიც ცსკა-ს განასახიერებდა. გუნდი დატოვეს კუფოსმა, მიშა კულაგინმა, სენტ როსმა და ბეიკერმაც. შესაძლოა, მათ დიდი როლი არ ეკისრებოდათ, თუმცა, შემადგენლობა ხომ შემცირდა. ცსკა-ს რთული გრაფიკი აქვს, ამდენად, მწვრთნელს დატვირთვების სწორად გადანაწილებაზე ფიქრი მოუწევს”.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ, რომელიც 2014 წლიდან მოყოლებული ესპანურ ბასკონიაში თამაშობდა და ბოლო სეზონში ლიგა ენდესას ჩემპიონი გახდა, მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მის ტრანსფერს საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, რადგანაც ბევრის აზრით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი რუსეთის არმიის ცენტრალურ სპორტული კლუბში არ უნდა გადასულიყო.

კომენტარები

ბოლო ამბები