Thumbnail

31 ივლისიდან ორლანდოში ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, შეჩერებული NBA-ს სეზონი განახლდება...

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი პირველ მატჩში ფილადელფია სიქსერსს შეხვდება (ეს თამაში თბილისის დროით, 2 აგვისტოს 03:00-ზე დაიწყება). პეისერსის ოფიციალური საიტის მიხედვით, მატჩში გოგას, დომანტას საბონისის და ჯერემი ლემბის თამაში გამორიცხულია. ჯოელ ემბიიდის წინააღმდეგ მაილს ტერნერი ითამაშებს, თუმცა არ არის გამორიცხული, რეგულარუნეით მაკმილანმა ხანდახან ზონური დაცვაც დააყენოს. 

შეგახსენებთ, რომ გოგა კიდევ ორ კვირას ვარჯიშს ვერ შეძლებს, მისი თამაშილის დარჩენილ 8 მატჩში გამორიცხულია, თუმცა არის შანსი, რომ ის პლეი ოფისთვის დაბრუნდეს. 

ამასობაში ინდიანა პეისერსის კალათბურთელებმა გადაწყვიტეს, რა წარწერის გაკეთება სურთ მაისურებზე. NBA-მ კალათბურთელებს ბოლო დროს განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ ანტირასისტული სლოგანის დაწერის უფლება მისცა გვარის ნაცვლად, თუმცა არჩევანს, თუ რა დაიწეროს მაისურზე, თავად მოთამაშე აკეთებს. მას შეუძლია საკუთარი გვარის დატოვებაც (როგორც ეს ლებრონ ჯეიმსმა და ენტონი დევისმა გადაწყვიტეს).

IndyStar-მა გამოაქვეყნა ინდიანა პეისერსის კალათბურთელთა არჩევანი. გოგა ბითაძემ გადაწყვიტა ანტირასისტულ კამპანიაში მონაწილეობა მიიღოს და ზურგზე Equality-ის (თანასწორობა) დაიწერს. გაგაცნობთ მისი თანაგუნდელების არჩევანსაც:

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

პეისერსის მოთამაშეები (ვინ რას დაიწერს)

ჯერემი ლემბი: Black Lives Matter
ვიქტორ ოლადიპო: Black Lives Matter
გოგა ბითაძე: Equality
ტი ჯეი ლიფი: Equality
ტი ჯეი მაკონელი: Equality
დაგ მაკდერმოტი: Equality
ნაზ მიტრუ-ლონგი: Equality
დომანტას საბონისი: Mes Lygus (თანასწორობა ლიტვურად)
ედმონდ სამნერი: Equality
ჯაკარ სემპსონი: Freedom
მალკოლმ ბროგდონი: I Can't Breathe
ალიზ ჯონსონი: Justice
ტი ჯეი უორენი: Justice
მაილს ტერნერი: Respect Us
ჯასთინ ჰოლიდეი: Say Their Names
ბრაიან ბოუენი: Vote
აარონ ჰოლიდეი: საკუთარი გვარი

კომენტარები

ბოლო ამბები