Thumbnail
  • ენისეი 47:22 კრასნი იარი - კონტინენტის ფარი
  • გაჩეჩილაძის, მათიაშვილისა და ფრუიძის ლელოები.

კონტინენტის ფარის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში დავით კაჭარავასა და მიშო გაჩეჩილაძის ენისეი ლაშა მალაღურაძის, გიორგი ფრუიძისა და სოსო მათიაშვილის კრასნი იარს შეხვდა.

მატჩში სამი ქართული ლელო დაიდო.

კრასნი იარის მხრიდან გიორგი ფრუიძემ და სოსო მათიაშვილმა დადეს ლელოები. ფრუიძემ 33-ე წუთზე მოახერხა თავის გამოჩენა, მათიაშვილმა კი 70-ე წუთზე შეძლო ენისეის ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწება. ლაშა მალაღურაძემ ორივე გარდასახვა გაიტანა, რასაც ერთი ზუსტი ჯარიმაც მიუმატა. კიდევ ერთმა ბორჯღალოსანმა, მიშო გაჩეჩილაძემ მეორე ტაიმის 51-ე წუთზე დაუდო კრასნი იარს ლელო. ენისეიმ მატჩი 47:22 მოიგო და 25-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა განმეორებითი მატჩის წინ.

კომენტარები

ბოლო ამბები