Thumbnail

ტრადიცია, ხელოვნება და ინოვაცია - იუვენტუსმა ახალი მაისური წარადგინა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • იუვეს 2020-21 წლების სათამაშო ფორმა
  • 'ტრადიცია, ხელოვნება, ელეგანტურობა და ინოვაცია - ყველაფერი ერთ ფორმაში'

იტალიის ჩემპიონმა, ტურინის იუვენტუსმა დღეს ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა. "ტრადიცია, ხელოვნება, ელეგანტურობა და ინოვაცია - ყველაფერი ერთ ფორმაში..." - წერს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

"ტრადიცია გამოიხატება იმაში, რომ ფორმას ტრადიციული შავ-თეთრი ზოლები ამშვენებს, თუმცა, მოდერნიზებული სტილით. ოქროს ფერი მაისურს ახალ ელფერს სძენს და კლუბში დაწყებულ ახალ ერას გამოხატავს."

ტექნოლოგიურად, ფორმა ადიდასის 'HEAD.RDY' და 'KEEP COOL' მეთოდიკით არის შეკერილი და ფეხბურთელებს მთელი მატჩის მანძილზე სიმშრალის კომფორტს უქმნის. გვერდითა კონრუტრების და სპონსორის ლოგოსთან ერთად, ფორმაზე კლუბის ოფიციალური სიმბოლოს ოქროსფერია.

კომენტარები

ბოლო ამბები