Thumbnail

რას აპირებს იბრაჰიმოვიჩი - მილანის მწვრთნელმა ზლატანზე ილაპარაკა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სამპდორიასთან დუბლი შეასრულა
  • მატჩის შემდეგ სტეფანო პიოლის იბრას მომავალზე ჰკითხეს

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანში, დიდი ალბათობით, კიდევ ერთ სეზონს გაატარებს. “შექმნილია საიმისო პირობები, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს. მე სწორედ ეს მინდა,” - განაცხადა ‘როსონერის’ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ გენუის სამპდორიასთან მატჩის შემდეგ, რომელიც მილანმა 4:1 მოიგო და რომელშიც 38 წლის შვედმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა.

ზლატანი მილანში ზამთარში დაბრუნდა და სეზონის რესტარტის შემდეგ გუნდის პროგრესში დიდი წვლილი შეიტანა. ამ სეზონში მის ანგარიშზე სულ 9 გოლია (სეზონის მეორე ნახევარში).

“ზლატანი კმაყოფილია და ჩვენთან თავს ძალიან კარგად გრძნობს. ამას ყოველდღე ვამჩნევ ვარჯიშებზე,” - დასძინა პიოლიმ. იტალიური მედიის ინფორმაციით, იბრაჰიმოვიჩი ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ ხელფასის გაზრდას და წელიწადში 6 მილიონ ევროს ითხოვს.

“მონსტრი იბრაჰიმოვიჩი” - ასე დაასათაურა ‘გაძეტა დელო სპორტმა’ იბრას დუბლი სამპდორიასთან. “მან ელექსირი დალია, რათა მუდმივად ახალგაზრდა იყოს,” - წერდნენ ჩვენი იტალიელი კოლეგები.

 

კომენტარები

ბოლო ამბები