Thumbnail

'გიოტებორგის კოშმარი' - გიორგი ხარაიშვილი შვედეთის თასის ფინალს გამოტოვებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გიოტებორგის ქართველი ნახევარმცველი ტრავმირებულია
  • 24 წლის ფეხბურთელი მალმიოსთან ფინალის გამოტოვებს 

გიორგი ხარაიშვილი გიოტებორგს შვედეთის თასის ფინალურ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. 24 წლის ქართველმა ნახევარმცველმა დაზიანება ჰეკენთან დერბიში მიიღო და მნიშვნელოვან მატჩში თავის გუნდს ვეღარ დაეხმარება - შვედეთის თასის ფინალში, რომელიც 30 ივლისს გაიმართება, გიოტებორგი მალმიოს დაუპირისპირდება.

გიორგიმ ტრავმა ჰეკენთან მატჩში პირველ ტაიმში მიიღო

"გიოტებორგის კოშმარი - ის ფინალს გამოტოვებს", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას  expressen.se, რომელიც წერს:

"გიოტებორგი ამ სეზონში ტრავმებმა ძალიან დააზარალა. და აი, მორიგი დარტყმა: შეტევის ვარსკვლავი გიორგი ხარაიშვილი იძულებული გახდა, ჰეკენთან (0:0) კვირას ჩატარებულ შეხვედრაში მოედანი ნაადრევად დაეტოვებინა. ახლა კი გაირკვა, რომ ხვალ ის მალმიოსთან თასის ფინალს გამოტოვებს.

"სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ, მაგრამ რაც უკვე ვიცით, ისაა, რომ გიორგი ამ მატჩში ვერ ითამაშებს, - განაცხადა გიოტებორგის მთავარმა მწვრთნელმა ოთხშაბათს გამართული წვრთნის შემდეგ, - რა თქმა უნდა, ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მალმიოსთან წარმატების მიღწევა შეუძლიათ".

ხარაიშვილი გიოტებორგის წლის თამაშს გამოტოვებს 

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატის ახალ სეზონში, რომლის საწყისი მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა, 8 შეხვედრაში ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. 4 მატჩი და 2 გოლია გიორგის ანგარიშზე შვედეთის თასის მიმდინარე გათამაშებაში.

 

კომენტარები

ბოლო ამბები