Thumbnail

ჩავი ერნანდესი: ჩემი მთავარი მიზანი ბარსელონაა, მაგრამ სეტიენს პატივი უნდა ვცეთ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჩავი ერნანდესმა მარკასთან ინტერვიუში ბარსელონაზე ისაუბრა
  • ლეგენდარულ ნახევარმცველს კორონავირუსი აქვს და თავს კარგად გრძნობს

ჩავი ერნანდესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მიზანი ბარსელონას მთავარ მწვრთნელად მუშაობაა.

“ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი მთავარი მიზანი ბარსელონაა. ბარსა ჩემი მშობლიური კლუბი და შესაბამისად, ოცნებაა,” - განაცხადა ‘მარკასთვის’ მიცემულ ინტერვიუში 40 წლის ესპანელმა, რომელიც ახლა ყატარის ალ სადში მუშაობს.

მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონმა დასძინა, რომ ბარსას ამჟამინდელი მწვრთნელის, კიკე სეტიენის პოზიციების შესუსტება არ სურს: “კიკე სეტიენს პატივი უნდა ვცეთ. გუნდს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. როცა ბარსას დავჭირდები, ცოტა ხნით, თუ დიდი ხნით, ეს მაშინ მოხდება.”

ჩავის მომავალს ბარსასთან ბოლო დროს განსაკუთრებით აქტიურად აკავშირებდნენ. კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა ხოსეპ ბარტომეუმ კვირას, ‘მუნდო დეპორტივოსთვის’ მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სეტიენის გაშვებას არ აპირებს.

წინა კვირაში ჩავის კორონავირუსი დაუდგინდა. “თავს კარგად ვგრძნობ, იზოლირებული ვარ. იმედი მაქვს, რომ საქმეს მალე დავუბრუნდები.” - დასძინა მან.

 

კომენტარები

ბოლო ამბები