Thumbnail

რეალში კორონავირუსი დადასტურდა - მადრიდელთა ფორვარდი ინფიცირებულია

  • მარიანო დიასის ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა
  • 26 წლის ფორვარდი საკუთარ სახლში იზოლაციაში იმყოფება

მადრიდის რეალის თავდამსხმელი მარიანო დიასი კორონავირუსით დაავადდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეფო კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

26 წლის ფეხბურთელს ინფექცია ტესტირების შედეგად გამოუვლინდა, რომელიც 27 ივლისს ჩატარდა. 

არსებული ინფორმაციით, მარიანო თავს კარგად გრძნობს და წესისამებრ, თავის სახლში იზოლირებული იქნება და მონაწილეობას საწვრთნელ პროცესში ვერ მიიღებს. 

აღსანიშნავია, რომ 7 აგვისტოს ესპანეთის ჩემპიონებს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩი ელით მანჩესტერ სიტისთან, რომელთანაც შინ ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ.

დომინიკის ნაკრების ფეხბურთელმა რეალის ღირსება 2019/20 წლების სეზონის 7 შეხვედრაში დაიცვა და ერთი გოლი გაიტანა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები