Thumbnail

დუომოს ორნამენტებით - როგორია მილანის ახალი საშინაო ფორმა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ამ მაისურით იტალიური კლუბი 2020-21 წლების სეზონში ითამაშებს
  • ვერტიკალურ ხაზზე მილანის საკათედრო ტაძრის ორნამენტებია დატანილი

ინტერნეტში მილანის ახალი საშინაო ფორმა გამოჩნდა, რომლითაც იტალიური კლუბი 2020-21 წლების სეზონში საშინაო მატჩებს ჩაატარებს.

მაისური ტრადიციულ შავ-წითელ ფერებშია გაწყობილი, სიახლე კი ისაა, რომ ვერტიკალურ ხაზებზე მილანის საკათედრო ტაძრის – დუომოს იატაკის მსგავსი ორნამენტებია დატანილი.

შეგახსენებთ, რომ მილანის ფორმების შექმნით ცნობილი კომპანია PUMA გახლავთ დაკავბული.

სერია A-ს დასრულებამდე 2 ტურით ადრე, მილანელებს 60 ქულა აქვთ და მე-6 ადგილზე არიან, მომდევნო მატჩს კი 29 ივლისს სამპდორიასთან ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები